ტელეკომპანია „ფორმულადან“ გათავისუფლებული 25-მდე ოპერატორიმა ტელეკომპანიის ეზოში აქცია გამართეს და სამსახურში აღდგენას ითხოვდენ . _ ინფორმაციას მედია სააგენტო „მაუწყებელი“ ავრცელებს.
ოპერატორების განცხადებით, ტელეკომპანიის მენეჯმენტს მათ მიმართ ღირსებაშემლახავი დამოკიდებულება აქვს და პროტესტის მარგინალიზაციას ცდილობს.
ოპერატორები სამსახურში აღდგენის შემდეგ ხელფასების მატებას და „ფორმულას“ ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ საინფორმაციო სამსახურის 25-მდე ოპერატორი გაათავისუფლა.
ოპერატორების პროტესტის გამო, ტელეკომპანია ჟურნალისტებმა მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა დატოვეს.
მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა განაცხადეს, რომ ტელეკომპანიის დატოვება სარედაქციო პოლიტიკას არ უკავშირდება და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება გაფიცული თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება გახდა.
ქურასბედიანის თქმით, სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ ხელმძღვანელობამ ცილისმწამებლურ კამპანიას მიმართა, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
მოგვიანებით ტელეკომპანია „ფორმულამ“ ოპერატორების სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მსგავსი სტატიები
- 60მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
- 56ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 56"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 55საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 54სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…