დღეს, 19 თებერვალს, გამთენიისას , საქართველოში 3 მიწისძვრა მოხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული.
პირველი მიწისძვრა 05:18:17 საათზე ქალაქ ოზურგეთიდან სამხრეთით – 2კმ-ში, სოფელი კვაჭალათთან დაფიქსირდა. მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.
მეორედ მიწისძვრა 06:27:18 საათზე მოხდა. 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა ქალაქ ოზურგეთიდან – აღმოსავლეთით – 14კმ-ში. კურორტი გომისმთა.
მესამე მიწისძვრა დაფიქსირდა, 07:00:54 საათზე. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა და მისი ეპიცენტრი დაბა ჩოხატაური იყო – დასავლეთი – 6კმ. სოფელი ბუკნარი.
შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, ქ. ოზურგეთიდან 7 კილომეტრში, სოფელ ვაკიჯვარში 4,38მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. შემდეგ სხვადასხვა ლოკაციებზე განმეორებითი ბიძგები იყო.
მსგავსი სტატიები
- 46
- 40საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 05:49 საათზე, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა. მისი სიდიდე 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა.
- 35ამ ღამით ოზურგეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ამჯერადაც შემოქმედის თემის სოფელი გომი იყო დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრა 21 თებერვალს, თბილისის დროით 2 საათსა და 54 წუთზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომთან (შემოქმედის თემი) მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დედამიწიდან 10 კმ. სიღრმეში იყო და…
- 33თურქეთი სირიის საზღვარზე 20 თებერვალს 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. გამოცემა ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისქვეშა ბიძგები ორი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებობს ცუნამის საფრთხეც.
- 33