26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკო დამოუკიდებელი საქართველოს მეთაურის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი.
ქალაქის ცენტრალურ სკვერში სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები გაიმართა. სახელოვნებო სკოლის აღასაზრდელებმა ნახატები გამოფინეს.
ამავე დროს კულტურის ცენტრმა მხატვარ მარინა როყვას ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა.
აქვე შემოქმედებითი კონკურსის ,, მთიების” გამარჯვებულები დააჯილდოვეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კონკურსის თემა ლიტერატურასა და მხატვრობაში – ,,ჩემი ხატია სამშობლო, სახატე ჩემი ქვეყანა“ გახლდათ.
პოეზიაში პირველი ადგილი პაპუნა ფირცხალაიშვილს, მეორე- სალომე სანდროშვილს, მესამე კი სოფია სამხარაძეს ხვდა წილად.
პროზაში პირველი ადგილი ანა ურუშაძემ მოიპოვა, მეორე – მარიამ ურუშაძემ, ხოლო მესამეზე მარიანა მურვანიძე გავიდა. მხატვრობაში პირველი ადგილი რეზი კუპატაძემ, მეორე-თიკა ზოიძემ და მესამე ირინა გოგუაძემ მოიპოვეს.
გამარჯვებულებს სიგელებთან ერთად ფულადი პრიზებიც გადაეცათ. ისინი ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დააჯილდოვა.
დღის ბოლოს კულტურის ცენტრში საზეიმო კონცერტი გაიმართა, სადაც ქართული სიტყვა, ცეკვა და სიმღერა ერთმანეთს ენაცვლებოდა.
მსგავსი სტატიები
- 47დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 41საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 38საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 38ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…
- 37სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…