დღეს, ქ. ოზურგეთში 16 წლის მოზარდი ნ.ც-ის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, იგი მოტოციკლით გადააადგილდებოდა, როდესაც შემთხვევა მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ექიმებმა დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვეღარ შეძლეს.
სულ ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, გმირთა მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციით, ”ოპელის” მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტვ. „გურიას“ ფოტო
ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ერთმანეთს სატვირთო ,ავტომობილების გადამზიდავი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში მომხდარ უბედურ შემთხვევას 4 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი ინფორმაციით მცირეწლოვანს კარადა დაეცა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116 მუხლით. (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით). წყარო:
ქ. ოზურგეთში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ”mitsubishi io” – ს და Toyota Camry-ს მარკის ავტომობილები შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯიპი ბენზინგასამართი სადგურიდან გამოდიოდა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაზიანდა ”mitsubishi io” -ს მძღოლი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველები და სასწრაფო…