ინტერვიუ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერთან, დავით კობერიძესთან

 

ბევრი მოარული ინფორმაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ გეგმავთ ხეების ჭრას ბახმაროში. მართალია თუ არა ეს ინფორმაცია?

  • არა, არ არის მართალი! უფრო მეტიც, ხეების ჭრა არ იგეგმება არც ბახმაროში და არც ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში. ჩვენი პროექტი არ ხვდება ამ ტერიტორიაზე, შესაბამისად, არანაირ სამუშაოებს აღნიშნულ ზონაში ჩვენ არ ვახორციელებთ.
  • გაქვთ თუ არა ნებართვა ხეების ჭრაზე?
  • დიახ, გვაქვს შესაბამისი ნებართვა, ე.წ. ხეების ტაქსაცია ანუ დეტალური აღწერა ჩავატარეთ და შესაბამისი ნებართვაც მოვიპოვეთ ტყის ეროვნული სააგენტოდან.
  • ტყის აღდგენის გეგმის ფარგლებში რისი გაკეთება იგეგმება?
  • ჩვენი საპროექტო ტერიტორია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჯამში 20 ჰექტარია. ჩვენ თითოეულ მოჭრილ ხეზე კანონმდებლობის შესაბამისად ვიხდით კომპენსაციას. თუმცა, ამ საკითხს ჩვენ სხვა პრიზმიდანაც ვუყურებთ და ავიღეთ ვალდებულება, რომ მოვახდინოთ ტყის განაშენიანება ერთი ორთან პროპორციით, ანუ ყოველ ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც მოხდება პროექტის ზემოქმედების ქვეშ, 2-ჯერ მეტს გავაშენიანებთ, მარტივად რომ ვთქვათ, ბახვი 2-ის ფარგებლში ტყის განაშენიანება 40 ჰექტარ ტერიტორიაზე იგეგმება.
  • იმოქმედებს თუ არა ხეების ჭრა ბახმაროს კლიმატზე?
  • ვერ იმოქმედებს, ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ჩენ მიერ პროექტის დასაწყისში დამატებითი კვლევის სახით ჩატარებული კლიმატისა და კუმულაციური გავლენის კვლევები, რომელიც ჩაატარა საერთაშორისო ექსპერტმა, პიერ ბიდერმანმა. მან კვლევით დაადგინა, რომ ჩვენ მიერ გასატარებელი არცერთი ღონისძიება არ მოახდენს გავლენას ბახმაროს და არც ახლო მდებარე პერიმეტრში არსებულ გარემოზე. ბახმაროს კლიმატის ჩამოყალიბებებაზე პასუხისმგებელია შავი ზღვა და ალპური ზონა.
  • როგორ ხდება მოჭრილი ხეების შენახვა და სად ხდება მათი ტრანსპორტირება?
  • მოსაჭრელი ხეები ინომრება, მოჭრილს იქვე ვინახავთ გზის მიმდებარედ, გარკვეული რაოდენობის დაგროვების შემდეგ კი ხდება სატყეოს მიერ სატყეოსვე მანქანებით გადატანა მათ საცავში. ანუ ჩვენ თითოეულ მოჭრილ ხეს ვაბარებთ სატყეოს და ასევე, თითოეული მოჭრილი ხის კომპენსაციას ვიხდით ბიუჯეტში. ყველა ხე დანომრილია, აღნუსხულია და მკაცრი კონტროლით ბარდება სატყეოს.
  • ტყის განაშენიანება, რომელსაც თქვენ გეგმავთ, რა პერიოდზეა გათვლილი და რამდენ ხანში აღდგება ტყე?
  • ამ ეტაპზე ველოდებით ტყის განაშენიანების ზუსტ გეგმას, რომელზეც მუშაობს კომპანია „ეკოლუჟენი“. როგორც კი, გეგმა გვექნება, ჩვენ მის პრეზენტაციას გავაკეთებთ დაინტერესებულ მხარეებთან და ამ გეგმის მიხედვით ვიმოქმედებთ. სწორედ ამ გეგმაში იქნება გაწერილი პროექტის ხანგრძლივობა და დარგული ნერგების მოვლა, რათა მოხდეს მაქსიმალური ხელშეწყობა, რომ ამ ნერგებმა გაიხაროს. ასევე, აქ მნიშვნელოვანია პარტნიორობა სატყეო სააგენტოსთან, რომელიც იქნება ჩვენი უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი ამ პროცესში. ახლანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, განაშენიანების პროცესი იქნება რამდენიმე წლიანი რადგან საკამოდ დიდ ტერიტორიაზეა საუბარი.
  • დაფინანსებული ფართი

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 66
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 66
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 64
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 61
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 61
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…