ფესტივალის ორი სტუმარი სპექტაკლის შესახებ:

ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. 13 ივლისს, ფესტივალის მეცხრე დღეს ორი უკონკურსო ფესტივალი გათამაშდა ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტულ და დიდ სცენაზე. პორტუგალიის ბრაგის თეატრალურმა კომპანიამ მეორე სპექტაკლი წარმოადგინა (პირველი სპექტაკლი „ცის კარი“ გაიმართა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში), ამჯერად „მაგიდა, ადგილი სადაც“ შემოგვთავაზეს. საღამოს კი ასევე მოწვეული სტუმრის, თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის პროფესიონალური ახალი თეატრის უკონკურსო სპექტაკლი „შეყრა“ გაიმართა.

„მაგიდა, ადგილი სადაც“

ბრაგის თეატრალური კომპანიის სპექტაკლის „მაგიდა, ადგილი სადაც“ რეჟისორი რუი მადეირა გახლავთ. ამბავს სცენაზე ორი მსახიობი აცოცხლებს ვალენტინა პიკიაუ და როჯერიო ბოანე. ყურადღებას უპირველესად იპყრობს სათაური. რეჟისორი ყოველივეს ანიჭებს იმ დატვირთვას, რომ ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება გავერთიანდეთ, ვიყოთ დაბალანსებული ემოციებითა და გრძნობებით. ადამიანები ყოველთვის უამრავ მაგიდასთან სხდებიან, რომლის რაოდენობრივად განსაზღვრაც ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მათგანი ტოვებს მნიშვნელოვან გამოცდილებასა და მოგონებას. რეჟისორი ალეგორიული ენითა და დატვირთული სიმბოლოებით მაყურებელს მოკლე, სხარტ წარმოდგენას სთავაზობს. ამასთანავე, საინტერესოა, რომ სპექტაკლი ნაწილობრივ ინტერაქციულია, რაც ხელს უწყობს მნახველის ჩართულობასა და ინტერესის გაღვივებას.
ვფიქრობ, ამგვარი ხასიათის სპექტაკლი ერთდროულად იძლევა საშუალებას მაყურებელი დააფიქროს და ამავდროულად განიტვირთოს.

„შეყრა“

თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის პროფესიონალური ახალი თეატრის სპექტაკლი „შეყრა“ დღესდღეობით მაყურებელში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ამ დღეს ბევრი ადამიანი ელოდა და ოზურგეთის თეატრის დიდ დარბაზში სპექტაკლი ანშლაგით გაიმართა, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ყველა თაობის მაყურებელმა მოიყარა თავი. მუსიკალური კომედია „შეყრა“ დავით დოიაშვილმა ზურაბ ანტონოვის პიესის „მზის დაბნელება საქართველოში“ მიხედვით დადგა. შესაბამისად, სპექტაკლში ასახულია განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანების თანაარსებობა და ერთ მოცემულობაში ყოფნა, რასაც გარკვეული პრობლემები ახლავს თან. სპექტაკლის მთავარი ხაზი კი ის არის, რომ ყველა პერსონაჟი ცდილობს გახდეს კეთილშობილი და სიყვარულის მატარებელი, ამიტომ თითოეული მათგანი სხვადასხვა გზით გადის ამ გამოწვევას. წარმოდგენა მაქსიმალურად დატვირთულია ცეკვით, სიმღერითა და იუმორით, რაც, თავის მხრივ, მეტად საინტერესოა ქართველი და უცხოელი მაყურებლისათვის, რადგან „ცეკვა-თამაშით“ აგებული სანახაობა არ იძლევა მოდუნების საშუალებას, არამედ პირიქით, მაყურებელს ახალისებს და ვერ წყდება სპექტაკლს, და მეტიც, სპექტაკლში გაჟღერებული სიმღერები დასრულების შემდეგაც გაჰყვება და აეკვიატება.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ 13 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში გამართული სპექტაკლი ოზურგეთის თეატრის სტუმრებისათვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 76
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 70
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 67
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 65
    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავა აირჩიესსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…
  • 65
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…