დღეს, ქ. ოზურგეთში, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე შოთა გოგიბერიძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგის თემა, სოფელ ოზურგეთის ტერიტორიაზე, 1918 წლის აპრილში, თურქებთან ბრძოლაში დაღუპული გმირების საფლავზე ქანდაკების  აღმართვას შეეხებოდა.

_საინიციატივო ჯგუფმა კონსტანტინე შავიშვილის, დათო მეფარიშვილის (თბილისი) ბადრი თავდუმაძის და სხვების  ინიციატივით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიტანეს ინიციატივა სოფელ ოზურგეთში, 1918 წლის აპრილში თურქებთან ბრძოლაში დაღუპულ 37 გმირის ძმათა სასაფლაოზე  ქანდაკების აღმართვის შესახებ.  ქანდაკების  მაკეტი მოქანდაკე ივანე ცისკარიძეს ეკუთვნის. ქანდაკება გრანიტისაგან შეიქმნება.

ასეთმა პატრიოტებმა მოიყვანა დღემდე ქართველი ერი და ამ ძეგლს ღირებულებითი დატვირთვა ექნება. ჩვენი ორგანიზაცია იზრუნებს სპეციალურ ანგარიშზე ძეგლის დადგმისათვის საჭირო თანხების მობილიზებისათვის. ჩვენ გვაქვს 1905 წელს, რუსებთან ბრძოლის ამსახველი მემორიალი ნასაკირალში, ამიტომ იმედია ანტითურქულ განწყობას არ დაგვწამებენ _თქვა ჟურნალისტებთან შოთა გოგიბერიძემ.

შოთა გოგიბერიძემ ისაუბრა პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ ცენტრალური მედია საშუალებების  დამოკიდებულებისა და საპარლამენტო არჩევნებში მათი შედეგების შესახებ.

_მედია პოლარილიზებულია, პორალიზებულია მოსახლეობის ნაწილიც.  როგორი დასაჯერებელია, რომ არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსმა“ და ქვეყნის ნარკოტიკული თრობის პარტიამ ერთნაირი ხმები მიიღეს? ამჟამად ირმა ინაშვილს აქვს სპეციალური გადაცემა „მე-8 სტუდია,“საიდანაც მოსახლეობას საინტერესო ინფორმაციებს მიაწვდის_ თქვა შოთა გოგიბერიძემ.

მსგავსი სტატიები