გაზეთ „ალიონის“ ორშაბათის ნომერში ვრცელი სტატია დაიბეჭდა დაბა ნასაკირალის და მისი მაცხოვრებლების შესახებ. ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დროს მთაშია, მათ ბახმაროში, პატარა ფაფარას დასახლებაში ვესტუმრეთ.
პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, ხის სააგარაკო „ღოჯიანი“ სახლები პატარა მუზეუმს მოგაგონებთ, სადაც სისუფთავესთან ერთად თვალს მოგჭრით დიასახლისების მიერ შესრულებული ნაქარგობა, მთისთვის დამახასიათებელი ნაკეთობანი. რა თქმა უნდა მასპინძელი აუცილებლად მოგართმევთ მთის საფირმო კერძს „ბორანოს“, რომელსაც დაწნული, გამხმარი ყველისაგან „მემთევრი“ ქალები ერბო-კარაქში ხარშავენ. მომზადებისას იაღსაც იყენებენ და შემდეგ ყავისფრად მობრაწული „ბორანო“ღრმა ჯამით გამოაქვთ მაგიდაზე. ამჯერად ჩვენი მასპინძელი ნასაკირალელი ოთარ ირემაძის ოჯახი იყო. მთის უამრავ საფირმო კერძთან ერთად საგანგებოდ ჩვენთვის სოკო „ცხვრის დუმაც“ მოამზადეს
„მემთევრები“ აქ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ამოდიან და სექტემბრის ბოლომდე აქ არიან. ადრე გაზაფხულზე კარტოფილს თესავენ და სექტემბრის შუა რიცხვებში იღებენ. მოჰყავთ ნიორი, სხვა ბოსტნეული კულტურები. მთავარი მაინც რძის პროდუქტებია. საზამთროდ იმარაგებენ კარაქს, იაღს, სულგუნს, დაწნულ და ჩვეულებრივ ყველს, ყურუთს.
დღისით სახლში უფრო მეტად დიასახლისები არიან. მამაკაცები სამუშაოდ მიდიან, ზოგი შეშას ამზადებს, ზოგი საქონელს მწყემსავს.
_ მთა მიყვარს. ყოველწლიურად აქ ვატარებთ 4-5 თვეს. მთის გარეშე ბარი როგორ იქნება. ახლა რომ უყურებთ, ფაფარას დასახლებიდან 100 ტონაზე მეტი კარტოფილს ჩავიტანთ სექტემბრის ბოლოს ბარში. ნაწილ კარტოფილის ვყიდით…მთის ბარაქა ბარს აძლიერებს. დრო მეტ-ნაკლებად ყველა კარგია, არც ახლაა ცუდი დრო, მთავარია შრომა არ გეზარებოდეს _გვითხრა 83 წლის გივი გორგაძემ.
_კარაქი, იაღი, ყველი, ყურუთი, ნადუღი თითქმის მთელი ზამთრის სამყოფს ვაგროვებთ. ორ კვირაში კარტოფილსაც ამოვიღებთ, ამ ხანში მთაში ზამთარიც მოახლოვდება, მეთოვლიე ყვავილებით დაიფარება მინდვრები და ბარში დავეშვებით _გვითხრა 62 წლის ჯემალ ირემაძემ.
მამაკაცები ამჯერად მათი სალოცავის _ჯამეს გაფართოების სამუშაოებით იყვნენ დაკავებულები.
_ მორწმუნე მრევლი მატულობს, არ ეტეოდნენ არსებულ ჯამეში და ვაფართოებთ. ერთი ჯამე ბახმაროს შემოსასვლელში _ნამანევში გვაქვს _გვითხრა იმამმა ახმედ მგელაძემ.
ჩვენ ვწერდით დაბა ნასაკირალის მეჩეთის შესახებ, რომლის გაფართოება-კეთილმოწყობის სამუშაოები 5 წლის წინ დაიწყო და დღეს იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთია დასავლეთ საქართველოში.
_ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მეჩეთის მშენებლობაში. ადგილობრივი შემოწირულობების გარდა ექიმი მიშა ართმელაძე დაგვიდგა გვერდით. მას ორი კერძო კლინიკა აქვს ბათუმში და წარმატებული ბიზნესმენია. ასევე შეიძლება ვთქვათ გოჩა ირემაძის და ოთარ ანთაძის მიმართ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია დაგვეხმარა. განათების მოწყობა ვთხოვეთ მეჩეთის ერთ-ერთ შემოსასვლელში და გაგვიკეთეს. ბაილეთი-ნასაკირალის გზა რომ დაიგო, მეჩეთის მთავარ შემოსასვლელამდე მოიყვანეს ასფალტი. მადლობა მათ _გვითხრა იმამმა ახმედ მგელაძემ.
ახმედმა განათლება სტამბულში, კარადენიზის უნივერსიტეტში მიიღო.
_15-მდე ქართველი ვსწავლობდით ამ უნივერსიტეტში. აქ შევისწავლე წინამძღოლობა _გვითხრა მან.
ისე მოხდა, რომ ბახმაროს შემოსასვლელსი ბათუმელ ჰაფიზებს ქემალ და ჯემალ ვანაძეებს შევხდით. საინტერსო იყო მათთან საუბარი.
ჰაფიზებს იმ მორწმუნეს უძახიან, ვინც ყურანი ზეპირად იცის. ეს ტრადიცია დიდ როლს თამაშობს ისლამური მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.
ყურანის აიათები და ჰასიდები მაჰმადის სიცოცხლისას სპეციალურად ისწავლებოდა და ზეპირად გადადიოდა თაობიდან თაობამდე. ისლამური მემკვიდრეობის მცვლელები ჰაფიზები იყვნენ. წერილობითთან ერთად ეხლაც საკმაოდ ძლიერია ჰაფიზების ტრადიცია.
კიდევ ერთ ჰაფიზს, ზვიად ვანაძეს ამ დღეს ვერ შევხდით. ზვიადი იმიტომ ვახსენე, რომ წარმოშობით ნასაკირალელია, მისი მამა ლექსო ვანაძე ცნობილი აკორდეონისტია და წლების განმავლობაში მუშაობდა ოზურგეთის სარაიონო კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის აცნობილ ანსამბლში, ცნობილ ქორეოგრაფ ვახტანგ მეგრელაძესთან.
გულიანად მიგვიღეს, გვიმასპინძლეს და მომავალი შეხვედრის სურვილით დავემშვიდობეთ მათ.
მსგავსი სტატიები
- 97დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 94გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 941918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 94სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 93ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ოზურგეთს, სოფელ ლიხაურში დაიბადა ექვთიმე თაყაიშვილი, ახლა უკვე წმინდანად შერაცხული და საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად წოდებული დიდი მამულიშვილი. 17 ოქტომბერი, წმინდანად შერაცხვიდან 20 წელი... და დაბადებიდან 160 წლის იუბილე. ექვთიმობა, ოზურგეთში ერთ-ერთი ლამაზი დღესასწაულია თავისი შინაარსობრივი და სულიერი გამოხატულებით. 17 ოქტომბერს ექვთიმეს აჩრდილი კვლავ სტუმრობს გურიას, ოზურგეთს, თავის საყვარელ…