დღეს, გაზეთ „ალიონის“ რედაქციაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანების უფლებათა ოფისის არჩევნებზე სადამკვირებლო ინსტიტუტის გრძელვადიანი დამკვირვებლები (ODIHR) იოსეფ ლეჰლაიტერი და სტელა ჰელიერი იმყოფებოდნენ.
საუბრის თემა 2021 წლის ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებში საარჩევნო პროცესების გაშუქება და მედიის ჩართულობა იყო.
იესეფ ლეჰლაიტერმა აღნიშნა, დამკვირვებლების ძირითადი გუნდის 12 ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი უკვე მუშაობს საქართველოს რეგიონებში. ისინი თვალყურს მიადევნებენ საარჩევნო პრცესების ფუნდამეტურ ასპექტებს, ასევე კომპანიის გაშუქებას მედიაში.
როგორც ბატონმა იოსეფ ლეჰლაიტერმა თქვა, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანების უფლებათა ოფისი (ODIHR)გეგმავს, მოითხოვის ეუთოს წევრი ქვეყნებიდან 350 მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა უშუალოდ 2 ოქტომბრის არჩევნებზე რამდენიმე დღით ადრე.
ჟურნალისტებმა სტუმრებს გააცნეს რედაქციის ჩართულობა საარჩევნო პროცესში და ამასთანავე მათი კრიტიკული პოზიცია რეკლამებთან და ინფორმაციების მიწოდებასთან დაკავშირებით.
როგორც ქალბატონმა სტელა ჰელიერმა თქვა, ეუთოს გრძელვადიანი დამკვირვებლები კვლავ მივლენ გაზეთ „ალიონის“რედაქციაში და მათ ჟურნალისტებთან აქტიური თანამშრომლობა ექნებათ.
მსგავსი სტატიები
- 73დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 60სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 60გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 581918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთსა და გერმანიას, ავსტრია-უნგრეთს, ოსმალეთსა და ბულგარეთს შორის დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო შეთანხმება, რომლის მიხედვით, რუსეთი გამოეთიშა პირველ მსოფლიო ომს. ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა დაეთმო ბათუმისა და ყარსის ოლქები. ამ დროს ამიერკავკასია ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო რსფსრ-სგან და იმართებოდა ამიერკავკასიის სეიმის და ამიერკავკასიის კომისარიატის მიერ, თუმცა დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა. ოსმალეთის იმპერია ითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავით კუთვნილი ტერიტორიების დათმობას ამიერკავკასიის მთავრობისგანაც. სეიმი ცდილობდა ოსმალეთთან პრობლემის მოგვარებას დიპლომატიური გზებით.…
- 57ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…