ა(ა)იპ – შემოქმედებითი კავშირი – საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის – „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევრის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია _ ინფორმაცია ამის შესახებ აღნიშნული ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციები განაწილდა შემდეგნაირად:
1.თეატრალური სეზონის საუკეთესო ქართული პიესისთვის :არ გაიცა;
2.თეატრალური სეზონის საუკეთესო სპექტაკლისთვის „გრან-პრი“:
ანტონ ჩეხოვი „თოლია“, რეჟისორი ანდრო ენუქიძე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. პროფესიული დრამატული თეატრი;
3.თეატრალური სეზონის საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის: ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით „კრეიცერის სონატა“, რეჟისორი ლევან წულაძე, კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიული სახელმწიფო თეატრი; 4.თეატრალური სეზონის საუკეთესო მამაკაცის როლისთვის:
ნიკოლოზ კუჭავა, პოზნიშევის როლის შესრულებისთვის, ლევან წულაძეს სპექტაკლში „კრეიცერის სონატა“;
5.თეატრალური სეზონის საუკეთესო ქალის როლისთვის: თამარ მდინარაძე, ბაუკის როლის შესრულებისთვის, იოანე ხუციშვილის სპექტაკლში „3+3“;
6.თეატრალური სეზონის საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლისთვის: ანდრია ვაჭრიძე, საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში „ავადმყოფობის სიმულაცია“ (მოლიერი მიხედვთ);
7.თეატრალური სეზონის საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლისთვის: ქეთევან ლუარსაბიშვილი, სოფიას როლის შესრულებისთვის, დავით ჩხარტიშვილის სპექტაკლში „ვაჟიშვილი“ (ფლორიან ზელერი) 8.თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ვაჟისთვის (არაუმეტეს 30 წლის): დაჩი ბაბუნაშვილი, ნიკოლას როლის შესრულებისთვის, დავით ჩხარტიშვილის სპექტაკლში „ვაჟიშვილი“ (ფლორიან ზელერი);
9.თეატრალური სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალისთვის (არაუმეტესაშვილი); 30 წლის) ციცი ბუცხრიკიძე, ჩეტის როლის შესრულებისთვის, იოანე ხუციშვილის სპექტაკლში „3+3“ (მანანა დოიაშვილი) 10.თეატრალური სეზონის საუკეთესო სცენოგრაფიული ნამუშევრისთვის: ბარბარე ასლამაზიშვილი, კონსტანტინე როინიშვილის სპექტაკლში „ორთა ბოდვა“ (ეჟენ იონესკო);
11.თეატრალური სეზონის საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის:
არ გაიცა;
12.თეატრალური სეზონის საუკეთესო ქორეოგრაფიული ნამუშევრისთვის:
არ გაიცა;
13.თეატრალური სეზონის საუკეთესო თეორიული (წიგნი, მონოგრაფია,
თეატრისთეორიადაა.შ.) ნამუშევრისთვის: ლაშა ჩხარტიშვილი – „უახლესი ქართული თეატრის ტენდენციები“; 14.თეატრალური სეზონის საუკეთესო კრიტიკული (რეცენზია, შემოქმედებითი პორტრეტიდა ა. შ.) ნაშრომისთვის:
სოფო ნადიბაიძე – ციფრული თეატრი საქართველოში (მოზარდი)
ჟიურის შემადგენლობა: მარინე ვასაძე (თავმჯდომარე); ლელა ოჩიაური; მარინე ხარატიშვილი; ნერონ აბულაძე.
მსგავსი სტატიები
- 34ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: თამარ მდინარაძე და ციცი ბუცხრიკიძე ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართულ „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ყოველწლიური კონკურსის „თეატრალური სეზონის საუკეთესო ნამუშევარი“ , გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალზე დაჯილდოვდნენ. თეატრალური სეზონის საუკეთესო ქალის როლისთვის: თამარ მდინარაძე, ბაუკის როლის შესრულებისთვის, სპექტაკლში ,,3+3" (ავტ. მანანა დოიაშვილი,…