მეოთხე დღეა, მარელისში რკინიგზის გადასასვლელ ხიდზე, მეწყერის ჩამოწოლის გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შეწყვეტილია.

„საქართველოს რკინიგზა“ სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის აღდგენას 11 მარტიდან ვარაუდობდა. თუმცა, ამჯერად კონკრეტული თარიღი ვეღარ სახელდება.

„საქართველოს რკინიგზას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ირინა ხიზანიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, ჯერჯერობით, ისევ არის მეწყერის დაძვრის საშიშროება.

„ველოდებით გეოლოგების დასკვნას, – ამბობს ირინა ხიზანიშვილი, – სანამ უსაფრთხოების ზომები არ იქნება მაქსიმალურად განსაზღვრული და გათვლილი, სამგზავრო მატარებლებს ვერ გავუშვებთ. როდის გვექნება გეოლოგების დასკვნა, არ ვიცით“. _ამ ინფორმაციას „ჩემი ხარაგაული ავრცელებს.

რკინიგზაზე სატვირთო მატარებლების მიმოსვლა 8 მარტს აღდგა.

 

მსგავსი სტატიები

  • 66
    სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა 12 მარტიდან აღდგება„საქართველოს რკინიგზას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ირინა ხიზანიშვილისგან მოპოვებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლების მიმოსვლა ხვალიდან, 12 მარტიდან, განახლდება. მარელისში რკინიგზის გადასასვლელ ხიდზე, მეწყერის ჩამოწოლის გამო, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა, 7 მარტიდან შეწყვეტილია. სამგზავრო მატარებლების მიმოსვლის აღდგენისთვის „საქართველოს რკინიგზა“ გეოლოგების დასკვნას ელოდებოდა. ირინა ხიზანიშვილი ამბობს, რომ მატარებლების მოძრაობა უსაფრთხო იქნება. _აღნიშნულ ინფორმაციას „ჩემი ხარაგაული“ ავრცელებს.  
  • 59
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 53
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 50
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 50
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…