2022 წლის 5-15 ივლისს, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას 8 უცხოეთის ქვეყანა 9 სპექტაკლით, ხოლო საქართველოდან 15 თეატრი 17 სპექტაკლით მიიღებს .
XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე და კლასიკური მწერლობის პოპულარიზაციას, შეიტანოს გარკვეული წვლილი არადრამატურგიული ნაწარმოებების (რომანი, მოთხრობა, ნოველა) ინსცენირების ტრადიციების განვითარების საქმეში, მხარი დაუჭიროს ქართული კლასიკოსი მწერლის ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფას, გამოაცოცხლოს კულტურული ცხოვრება და ხელი შეუწყოს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას გურიაში.
წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული და გამორჩეული იქნება არა მარტო მდიდარი პროგრამით, არამედ მასშტაბით. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 8 უცხოეთის ქვეყანა -9 სპექტაკლით, ხოლო საქართველოდან 15 თეატრი -17 სპექტაკლით, რაც შესაძლებელს გახდის ოზურგეთის თეატრის სამ განსხვავებულ სივრცეში ფესტივალის მანძილზე საზოგადოებამ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებზე, ასევე ქართველი კლასიკოსი მწერლების (არა დრამატურგების) შემოქმედებაზე შექმნილი 26 სპექტაკლი იხილოს.
ნიშანდობლივია, რომ ფესტივალის ასეთი მასშტაბურობა განაპირობა ორმა ფაქტორმა: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფრასტრუქტურამ, რომლის რეაბილიტაციაც მსოფლიო სტანდარტების დონეზე საქველმოქმედო ფონდის ,,ქართუ“ ინიციატივითა და პატრონაჟით განხორციელდა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის განსაკუთრებულმა მხარდაჭერამ, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ თეა წულუკიანს, ფესტივალის ორგანიზატორებსა და სპონსორებს_წერს ოზურგეთის თეატრი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.
მსგავსი სტატიები
- 682023 წლის 5-15 ივლისის ჩათვლით, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც წელს ნოდარ დუმბაძის 95 და ოზურგეთის თეატრის 155 წლის იუბილეებს ეძღვნება. წელს ფესტივალი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი პროგრამით, ქართული მწერლობის საოცარი ნიმუშებით იქნება გამორჩეული. 10 დღის განმავლობაში ოზურგეთის სახელწმიფო დრამატული თეატრის სამ სივრცეს 7 უცხოეთის…
- 65საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნა. მაყურებელმა თეატრის მცირე სცენაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის მიერ დადგმული საავტორო სპექტაკლი „ცის-კარი“, ხოლო დიდ სცენაზე რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი ,,ვანო და ნიკო“ იხილა. ფესტივალის გახსნასკულტურის მინისტრი თეა…
- 64დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 59ნოდარ დუმბაძის სახელობის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისმეხუთე დღეს ვიხილეთ, როგორც ქართული დრამატურგიის,ისე პროზის ინტერპრეტაციები .პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ ის,რომ კუდუს კუჟმაიაროვის სახელობის იუგურული მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოგვიდგინა „ომობანა“ (რეჟისორი - გაუხარ ადაი ),ხოლლო შემდეგ ვიხილეთ საბიტ მუკანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრის „კუკარაჩა“ (რეჟისორი -ბარზუ აბდურაზაკოვი) და…
- 51დღეს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძემ რადიოთეატრის სტუდიაში ჟურნალისტებს შეხვდა და თეატრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. _ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა 153-ე სათეატრო სეზონი ახლადრეაბილიტირებულ შენობაში 2021 წლის 14 მაისს გახსნა. სეზონის გახსნამდე დასმა 6 პრემიერა მოამზადა. ოზურგეთის თეატრის ისტორიაში…