ოზურგეთის პირველ საჯარო სკოლაში მოეწყო მასწავლებელთა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც 2022 წლის მაისში პროექტი ჰარმონიის (PH International) მიერ განხორციელებული და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის სახელწოდებით „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით”
🔹️(CTEL-ITT)“-ის ოთხი ფინალისტი მასწავლებელი: ინგლისური ენა-ნადია ქარდავა, ანი ნოზაძე.
სამოქალაქო განათლება-ირმა გორდელაძე, მარინა დოლიძე.
ოზურგეთელ პედაგოგებს გავაცანით ფრიად ნაყოფიერი და მრავლისმომცველი პროექტისგან მიღებული ცოდნა, გამოცდილება: საგანთა ინტეგრირება, გაკვეთილის დაგეგმვა, ახალი რესურსები, შეფასების რუბრიკები.
ასევე გავუზიარეთ ამერიკულ სკოლებში მიღებული შთაბეჭდილებები, დაკვირვებები, დემოკრატიული სწავლების მეთოდები…
🔹️ შეხვედრამ კითხვა-პასუხის, დიალოგის რეჟიმით და სასიამოვნოდ ჩაიარა.
მადლობა ქალბატონ Lela Imedashvili შეხვედრის ორგანიზებისათვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის.
ასევე მადლობა პირველი საჯარო სკოლის ადმინისტრაციას და იმ მრავალრიცხოვან პედაგოგებს, რომლებიც გვისმენდნენ, გვამხნევებდნენ._წერს სამოქალაქო აქტივისტი, ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა გორდელაძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სტატიები

  • 58
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 53
      ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი იწყება. მოცემელი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სეანსები სტარტს მიმდინარე წლის თებერვლიდან აიღებს. სამიზნე ჯგუფში გაერთიანდება 50 ბენეფიციარი, მათ შორის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდი და 25 მშობელი. შეხვედრები თვეში ერთხელ, ჩოხატაურში…
  • 53
    ამბავი ადამიანურ ურთიერთობებზე  ბახვი ჰესის პროექტი დასრულების ფაზაშია. 2021 წლიდან დღემდე ბევრი აკვირდება მის განვითარებას. წარმატების ისტორია, რომელსაც ამ პროექტის გუნდი ქმნის, საინტერესოა და აუცილებლად გასაზიარებელი. პროექტის განხორციელების მანძილზე ბევრი გამოწვევა იყო და ბევრი გამარჯვებაც. წარმოგიდგენთინტერვიუს ბახვი ჰესის დირექტორტან, გიორგი აბრამიშვილთან. ბატონო გიორგი,როდესაც პროექტის დაწყებას იხსენებთ, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა იდეის…
  • 53
    56 წელი სკოლაში  მომავალ წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლა დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს.(დირექტორი ნანა ირემაძე). სოფელ ზოტში 1926 წელს გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა, კერძო ოჯახში, სადაც 4 მოსწავლე ირიცხებოდა. 2 წლის წინ ზოტის სკოლაში 140 ბავშვი სწავლობდა. როგორც ამჟამად ამ სკოლის დირექტორის მოადგილე თემურ ართმელაძემ გვითხრა, სკოლაში ამჟამად 105 მოსწავლეა.…
  • 53
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…

არ გამოტოვოთ