ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობაში, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.
საახალწლო კონცერტში – „გააგრძელე ფოლკლორი“ – ოზურგეთის სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებულებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათი უმრავლესობა სწავლას გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლეს სასწავლებელსა და ნაწილიც ბათუმის ხელოვნების სკოლაში აგრძელებს.
კონცერტში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები: „რეხეული” და „შემოქმედი” მონაწილეობდა. ოზურგეთის სალოტბარო სკოლის რამდენიმე მოსწავლე სწორედ ამ ანსამბლების წევრები არიან.
საახალწლო, შემაჯამებელ კონცერტს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოსწავლეებისთვის და დამსწრე საზოგადოებისთვის ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი იყო სცენაზე „მარტოკაცი“ – დამიანე გორდელაძის და გივიკო დიდიას გამოჩენა.
კონცერტის დასრულების შემდეგ ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ყველა მოსწავლეს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიების სპონსორები ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და შპს „ასკანელი ძმები” იყვნენ.

მსგავსი სტატიები

  • 55
    ნოდარ თალაკვაძე_„ჩემი ლამაზი სოფელი“ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
  • 54
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 47
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 45
    ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში კონცერტი ,,გააგრძელე ფოლკლორი" გაიმართაანზორ ერქომაიშვილის სახელობის ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ოზურგეთის სალოტბარო სკოლის შემაჯამებელი კონცერტი ,,გააგრძელე ფოლკლორი“ გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და სალოტბარო სკოლის კურსდამთავრებულები.
  • 43
    მიხეილ ხერგიანის გახსენებაავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…

არ გამოტოვოთ