საქართველოს 2023 წლის ჩემპიონმა რაგბიში პირველი ლიგის გუნდებს შორის, ოზურგეთის „არწივებმა“ დღეს „გორს“ უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 75:5 დაამარცხეს.

ოზურგეთელება ჩინებულად ჩაატარეს ეს მატჩი 10 ლელო დადეს.

2-2 ლელო კახა გაზაშვილის, დავიან სვანეპოელის, კინი ვოსაილანის ანგარიშზეა. თითო ლელო დადეს: იაგო წაქაძემ, ტუნი კოროიმაიტატინმა, ჯაბულანი მკულვანმა. ხოლო სამოელმა მარვინ ფრედერიქსმა ლელოც დადო და 10-ვე გარდასახვა წარმატებით შეასრულა.

„არწივებმა“ 17 შეხვედრა მოიგეს,(15 ბონუსქულით) გატ/მიღ 844: 234, სხვაობა +610.  ამჟამად „არწივებს“ 83 ქულა აქვს.

„არმიამ“ ამ ტურში „იუნკრებს“ სძლია და 69 ქულით მეორე პოზიციაზე არიან.

მე-3 ადგილზე მყოფმა პარატძეულის „ვეფხვებმა“ ქუთაისში „ბაგრატთან“ დათმეს მატჩი 15:20, ხოლო მარნეულის „არმაზმა“ „ბორჯომი“ 80:10 დაამარცხეს. ამ მოგებით „არმაზმა“ მესამე საფეხურზე გადაინაცვლა _54 ქულა, ხოლო  „ვეფხვებს“ 50 ქულა აქვს. მე-5 ადგილოსანმა „ტაომ“ „ჭიათურა“ 38:5 დაამარცხა.

„არწივები“ ბოლო შეხვედრას 1 აპრილს  „ბორჯომთან“ გამართავენ. ეს შეხვედრა თბილისში შედგება.

21-22 აპრილს პლეიოფის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „არმიას“ მიიღებს.

მსგავსი სტატიები

  • 51
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 44
    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
  • 43
    „არწივებმა“ „ხვამლს“ სძლიესდღეს,  საქართველოს პირველობაზე რაგბიში  პირველი ლიგის (ზედა ექვსეული) გუნდებს შორის  გათამაშების მესამე ტურში . ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „ხვამლს“ უმასპინძლა. ოზურგეთელებმა ბოლომდე იბრძოლეს ამ მატჩში და სტუმრები 25:19 დაამარცხეს. ოზურგეთელთაგან გოჩა ჯიქიამ  ორი ლელო დადო; თითო ლელო  შოთა ცეცხლაძის  და დათო ჩაუჩიძის ანგარიშზეა. ერთი ჯარიმა დაარტყა წარმატებით და ასევე ერთი გარდასახვა…
  • 41
    „არწივების“ რეკორდი _ყველა მოგებული მატჩიდღეს, ქ. გორში, უკვე საქართველოს ჩემპიონი რაგბიში ოზურგეთის „არწივები“გათამაშების უიმედო აუტსაიდერს „ბორჯომს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 78:17 დაამარცხეს. „არწივებმა“ ამ გათამაშებაში 18-ვე შეხვედრა მოიგეს (16 ბონუსქულით), გაიტანეს და მიიღეს 918/251 ბ/ს+667 , 88 ქულით ლიგის რეკორდი დაამყარეს. მეორე ადგილოსან „არმიას“ 74 ქულა აქვს., ხოლო მარნეულის „არმაზი“ 55 ქულით მესამე ადგილზე…
  • 41
    ოზურგეთის „არწივებმა“ „არმიას“ საკუთარ მოედანზე სძლიესსაქართველოს პირველობაზე რაგბიში პირველი ლიგის გუნდებს შორის, მე-14 ტურში ოზურგეთის „არწივებმა“გათამაშების მეორე საფეხურზე მყოფი „არმია“ ბონუს ქულით 39:17 დაამარცხეს და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს ჩემპიონობისაკენ. სეზონი მარცხის გარეშე გრძელდება. ოზურგეთელთაგან ტითო ლელო დადეს გიორგი ბეჟანიძემ, ბექა ბერსენაძემ, ჯაბულანი მკულვანმა, რატუ ოსაილანმა. მარვინ ფრედერიქსის მონაგარი 19 ქულაა. მან ერთი ლელო გაიტანა,…

არ გამოტოვოთ