დასრულდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო ჩემპიონატი , რომელიც ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბოლო ტურის შედეგებს, სატურნირო მდგომარეობა პრაქტიკულად არ შეუცვლია, რაც იმას ნიშნავს,რომ გიორგი გოგოლაურმა შეინარჩუნა თავისი უპირატესობა და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ჩემპიონის სტატუსი დამაჯერებლად მოიპოვა. იგი ბოლო ტურში, გასული წლის ჩემპიონს დავით ცეცხლაძეს ხვდებოდა, რომელსაც ჩემპიონობისათვის მხოლოდ მოგება სჭირდებოდა, გიორგის კი, ამისათვის ყაიმიც ყოფნიდა. ჩემპიონობის შანსი ჰქონდა ელგუჯა ურუშაძესაც, თუმცა ამისათვის მას უნდა მოეგო ნიკოლოზ ბარამიძესთან, ხოლო გ.გოგოლალაურს ნახევარი ქულა მაინც უნდა დაეკარგა დ.ცეცხლაძესთან. ნიკოლოზმა ეს პარტია მოიგო და საპრიზო სამეულშიც შევიდა. პრიზიორი გახდა ასევე გივი სიამაშვილიც, რომელმაც ლაზარე ჩხარტიშვილთან საკმაოდ რთულ პარტიაში აიღო ქულა.
საბოლაოდ, დამატებითი კრიტერიუმების გათვალისწინებით, პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: გიორგი გოგოლაური-6,5; ელგუჯა ურუშაძე-5; ნნიკოლოზ ბარამიძე-5; გივი სიამაშვილი-5; დავით ცეცხლაძე-4,5; 4-4-ქულით სამმა მოჭადრაკემ დაასრულა ჩემპიონატი, რომელთა შორის არიან დები ნათია და ლიზი ვასაძეები.მათ ქალთა ჩათვლაში შესაბამისად I-II-ე ადგილები გაინაწილეს, ხოლო მესამე ადგილი ლიკა ღლონტს ერგო. კარგ შედეგად უნდა ჩაითვალოს 8 წლის ლაზარე ჩხარტიშვილის მიერ დაგროვილი ქულების 50 %,(ოთხი ტურის შემდეგ მეორე ადგილზეც იყო), თუმცა იგი ამ შედეგით უკმაყოფილოა. მართლაც ლაზარეს ამ შემოდგომაზე ზედიზედ მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობით და მასთან დაკავშირებული ხანგრძლივი მოგზაურობებით აშკარად ეტყობოდა გადაღლა. მისასალმებელია პრიზიორთა შორის 12 წლის ნიკოლოზ ბარამიძის ხილვა, რომელსაც მოსწავლეთა შორის შეჯიბრებებში ტიტულები არ აკლია მაგრამ ამ ჯერად მუნიციპალიტეტის მთავარ და ძლიერთა ჩემპიონატში მეორე – მესამე ადგილის გაყოფა მნიშვნელოვანი მიღწევაა.
ჩემპიომატი საზეიმო ვითარებაში დაიხურა,წარმატებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასით, მედლებით, დიპლომებით, ფულადი ჯილდოებით და სასაჩუქრე ვაუჩერებით. ჩემპიონატის დახურვის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა დავით დარჩიამ, ლავრენტი ბიგვავამ და გელა აროშიძემ, რომლებმაც მიულოცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს პრიზიორებს და თითოეულ მონაწილეს.
ბოლოს გურიის ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელმა ზურაბ ანდღულაძემ ინფორმაცია გააკეთა წლის ბოლომდე დარჩენილი კიდევ რამდენიმე ღონისძიების შესახებ, რომელთა შორის ყველაზე დიდი ინტერესი გურიის 28-ე რეგიონალური ჩემპიონატისადმია.

მსგავსი სტატიები

  • 66
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 57
    როგორ შევხვდეთ ლურჯი ვეფხვის, 2022 წელს, რომ მან წარმატება და იღბალი მოგვიტანოს?რეკომენდაციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის ვეფხვის წელი 2022 წლის 1 თებერვალს დგება, მაგრამ ჩვენ მიჩვეული ვართ ამ დღესასწაულის წინასწარ აღნიშვნას, ახალი წლის კალენდრის შესაბამისად. ამის გათვალისწინებით, ღირს, 31 დეკემბერს ყურადღება მივაქციოთ მომავალი წლის მასპინძელს- წყლის ვეფხვს. წლის მფარველ ცხოველთან „მეგობრობის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სწორი ჩაცმულობაა. ვეფხვი ლამაზი და ნათელი ცხოველია. ამიტომ, უნდა…
  • 56
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 55
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 54
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…