26 – 27 ნოემბერს ქ. ქუათაისში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში , უმცროს ჭაბუკებს შორის თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს : ლიტვის,ლატვიის, ესტონთის,თურქეთის,ბულგარეთის, სომხეთისა და საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა.
ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბერძნულ – რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები ( კლუბი ,, ზვანელები” ) და შინ ხუთი მედალი, მათ შორის ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრუნჯაო წამოიღეს.
I ადგილი
დავით გობრონიძე – 57კგ
II ადგილი
დავით მხეიძე – 57 კგ
ნიკოლოზ კუტუბიძე – 44 კგ
გაბრიელ ცინარიძე – 20 კგ
III
დავით დოლიძე – 23კგ
ოზურგეთელი მოჭიდავეები ასპარეზობისთვის კახაბერ აბაშიძემ მოამზადა.
მსგავსი სტატიები
- 60დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 53საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 5310-12 თებერვალს ქ. რუსთავში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში ( 2008 - 2010 წწ დაბადებულთა შორის) მსოფლიო ჩემპიონის თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. სპორტულ ასპარეზობაში წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები და შინ ორი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო წამოიღეს. პირველი ადგილი…
- 5329 - 30 ივნისს ქ. ბათუმში ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში ლევან შავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. შეჯიბრში , საქართველოს ნაკრებ გუნდებთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირზე წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბერძნულ - რომაული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები. II ადგილი ლუკა ფიფია - 65 კგ…
- 5027- 29 იანვარს ქ. ქობულეთში თავისუფალ ჭიდაობაში ანზორ ლაზიშვილის სახელობის ქობულეთის კომპლექსური სასპორტო სკოლის ღია პირველობა გაიმართა. სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა მიიღეს და შინ ოთხი მედლით, მათ შორის ორი ოქროთ, ერთი ვერცხლითა და ერთი ბრინჯაოთ დაბრუნდნენ. I ადგილი გიორგი ბერიძე…