ძვირფასო თანამოქალაქეებო, ძვირფასო სტუმრებო, 13 იანვარს 17:00 საათიდან გეპატიჟებით ოზურგეთში, სოფელ შემოქმედში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში – #ერთად აღვნიშნოთ კალანდა!
17:00 საათი • ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა – გაყიდვა
19:00 საათი • ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები
კულინარიული მასტერკლასი; გურული ღვეზელის გამოცხობა-დაგემოვნება;
ტრადიციული საკალანდო რიტუალი – აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა;
20:00 საათი • ჯგუფ “Reggaeon”-ის კონცერტი
ფოიერვერკი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ დამდეგ კალანდას!
აღნიშნულ ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.
მსგავსი სტატიები
- 81https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ…
- 79კალანდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ეთნოგრაფიულ სივრცეში, ყველა ძველი ტრადიციის დაცვითა და საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა! მოეწყო ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა - გაყიდვა; ჩატარდა ტრადიციული საკალანდო რიტუალი - აგუნა, ჩიჩილაკის დამზადება და ჭურის მოხდა. გაიმართა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, თეატრალური პერფორმანსები; კულინარიული მასტერკლასი. ღონისძიებას გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,შემოქმედელი მიტროპოლიტი…
- 73თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა. ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და…
- 71
- 679 - 21 აგვისტოს ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლი „გურია“ მიემგზავრება ესპანეთში. ანსამბლი „გურია“ მიწვეულია მსოფლიო საერთაშორისო XXXVI ფესტივალზე სადაც მონაწილეობს მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნის ანსამბლები. ანსამბლ „გურიას“ გარდა ამ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ არგენტინის, პერუს,ბრაზილიის, ბოლივიის, კანარის კუნძულების (ესპანეთი) და სხვა ქვეყნების ცნობილი ანსამბლები. აღნიშნულ ინფორმაციას კობა დუნდუა ავრცელებს.