დაბა ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში სამართალდამცავები არიან მობილიზებული. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, 112-ში შევიდა შეტყობინება, რის საფუძველზეც სკოლაში სამართალდამცავები მივიდნენ. არსებული ინფორმაციით, შეტყობინება ასაფეთქებელ მოწყობილობას უკავშირდება.
„სამინისტროდან შეგვატყობინეს, რომ 112-ში შეტყობინება იყო. არ ვიცით კონკრეტულად რა. შენობაში სამართალდამცავები იმყოფებიან. სასწავლო პროცესი ქართულ სექტორში დასრულებული იყო, მიმდინარეობდა რუსული სექტორის სასწავლო პროცესი. განხორციელდა ევაკუაცია. სკოლის შენობაში არაფერი შეგვინიშნავს საგანგაშო“, – განაცხადეს დაბა ჩაქვის სკოლის ადმინისტრაციაში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეტყობინება ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაშიც შევიდა.
მსგავსი სტატიები
- 69
ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
- 67
- 66
- 66
- 65