დღეს, ოზურგეთის  ცენტრალურ სტადიონზე  გაიმართა ახალი სარაგბო სეზონის პირველი საშინაო შეხვედრა პირველი ლიგის გუნდებს ოზურგეთის „არწივებსა“ და თბილისის „წიქარას“ შორის.

ოზურგეთელთა განახლებულმა გუნდმა შეხვედრის პირველ ნახევარში საჯარიმო დარტყმით გახსნეს ანგარიში _3:0. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი ლელო დადეს  მასპინძელთა კარში.  3:7..

მეორე ტაიმში სტუმრებმა კიდევ 2 ლელო გაიტანეს და ოზურგეთელებმა ერთი და 8:19 აგებდნენ შეხვედრას. თუმცა შემდეგ გარდატეხა შეიტანეს თამაშში, ორი ლელო  დადეს, გარდასახვაც წარმატებით შეასრულეს და საბოლოოდ 22:19 დაამარცხეს მეტოქე.

ოზურგეთელთაგან ლელო დავით გასვიანმა, საბა ნებიერიძემ, ბაჩანა ძოძუაშვილმა  გაიტანეს, 2 გარდასახვა წარმატებით შეასრულა ოთარ მჟავიამ, ხოლო ჯარიმა _ლაშა მჟავანაძემ.

პირველ ტურში „არწივები“ სტუმრად „რუსთავთან“ დამარცხდნენ 8:18, თუმცა, როგორც გვითხრეს, მასპინძლებმა „არწივების“ ყოფილი მორაგბე ჰყავდათ განაცხადში, რომლის „რუსთავში“გადასვლა არ იყო შეთანხმებული „არწივების“ დირექციასთან. მატჩი გასაჩივრებულია.

მსგავსი სტატიები

  • 75
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 68
    გავიცნოთ მეტოქე - რა გზა გამოიარა საბერძნეთის ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალამდე?ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 68
    დღეს „ფოთის პარკი არენაზე“ საქართველოს პირველობაზე დიდი 10-ის მე-12 ტურში ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „აკადემიას“ 11 ლელო გაუტანა, ბონუსით, 69:10 დაამარცხა და ამჟამად 16 ქულა აქვს.დიდი 10-ის დებიუტანტისთვის ეს მესამე გამარჯვება იყო და აქედან ორი, ორივე ბონუსით, სწორედ „აკადემიასთან“ მოიპოვა. ამ მატჩში 12  ლელო გავიდა, ოღონდ ერთი, საჯარიმო ლელო „აკადემიის“ ანგარიშზეა.…
  • 68
    დღეს, ქ. თბილისში, „რაგბი პლატოზე“ საქართველოს პირველობაზე დიდ 10-ში დასარჩენ პირველ მეტჩში ოზურგეთის „არწივებმა“ თბილისის „არმია“ 24:22 დაამარცხეს. ლელო ოზურგეთელთაგან გიორგი ბეჟანიძემ, საკიუსა ბასეისეიმ და ჯამბა ულემგომ გაიტანეს. მარვინ ფრედერიქსმა კი 3 გარდასახვა და ერთი ჯარიმა ზუსტად შეასრულა. განმეორებითი შეხვედრა 19 მაისს ფოთო-არენაზე 16 საათზე დაიწყება.
  • 67
    დღეს საქართველოს პირველობაზე რაგბიში პირველი ლიგის გუნდებს შორის ოზურგეთის „არწივებმა“ ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე ჭიათურის „მათეს“ უმასპინძლა. შეხვდრა დაძაბული იყო და შეხვედრის ბოლოს ანგარიში 22:21 იყო „არწივების“ სასარგებლოდ. თუმცა ჭიათურელებმა შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მასპინძლებს ლელოც გაუტანეს და გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს. ისინი დაწინაურდნენ 28:21. „არწივებს“ შეხვედრის ბოლო წუთზე შეეძლოთ ლელო…