ძნელია, საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, მას ასევე არ სჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა ვინც იტყოდა, რომ პირადობის მოწმობები იძულებით ჩამოართვეს.

მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით. მე არ ვდგავარ მათთან, ხშირ შემთხვევაში არ ვიმეორებ აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია საღი აზრის მქონე ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად, 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“. 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც ასე რომ იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი ან 10 ათასზე მეტი ავტობუსი. ეს ყველაფერი ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე ამის არ მჯერა.

საღი აზრი ჯერ არ დამიკარგავს. არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ 1 ადამიანი არ გამოჩნდა. 2 თვეა ვიხვეწებით, ვინმე თუ ხართ, ვისაც პირადობის მოწმობა ჩამოგართვეს, ჩვენთან განცხადება შემოიტანეთ, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მე ვარ ის კაცი, ვისაც პირადობის მოწმობა იძულებით ჩამომართვეს“,– განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, პროცედურული დარღვევები „რა თქმა უნდა, იყო“.

„არის რაღაცები, რაც ობიექტური მოცემულობაა. მართლა მელანმა გამოჟონა, ოღონდ ეს არის დიდ კონტექსტში შესაფასებელი, რამდენად მიემართება ეს შენი ნების გამოვლენას, რომ მიხვედი, იყო თუ არა შენი ნების გამოვლენა უზრუნველყოფილი, თუ ამ ნების გამოვლენაზე ვინმე ახდენდა გავლენას. ჩემი, როგორც სახალხო დამცველის ამოცანაა დავინახო ადამიანი დაუბრკოლებლად აძლევდა თუ არა ხმას. პროცედურული დარღვევები, რა თქმა უნდა იყო. ვინ ამბობს, რომ არ იყო, აბა ამდენი საჩივარი რაზეა დაწერილი? რა თქმა უნდა, ეს დარღვევები იყო. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ეუთო/ოდირის დასკვნა, სადაც უამრავი დარღვევაზეა საუბარი“,- განაცხადა იოსელიანმა.

იოსელიანი განმარტებით, სახალხო დამცველის პრეროგატივა არ არის ილაპარაკოს არჩევნების ლეგიტიმაციაზე.

მისივე თქმით, ომბუდსმენის ინსტიტუტს, ყველა დანაშაულის შესაძლო ფაქტზე აქვს პასუხი.

„გასაგებია, ოპოზიცია რას ითხოვს. ოპოზიცია იმისთვის არის, რომ ასეთი მოთხოვნები ჰქონდეს, ოღონდ ყველა მოთხოვნა გამაგრებული უნდა იყოს, რაღაც მტკიცებულებით. როდესაც 3111 უბანზე შემაჯამებელი ოქმი დაიწერა, სადაც ყველაზე ოქმზე ხელს აწერს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მხოლოდ 9 უბანზეა დაწერილი განსხვავებული აზრი. დაახლოებით 47 ათასი დამკვირვებელი იყო, თუ ყველა მოისყიდეს, თუ არავინ არაფერი დაწერა, თუ ბიულეტენის გაჟონვის ფაქტზე 7 განცხადება დაიწერა, თუ ვინმეს სჯერა, რომ ასე მოხდა…

დარღვევები, რა თქმა უნდა, იყო რაც პირდაპირ ეთერშიც ვიხილეთ. დარღვევები კი არა დანაშაულის ფაქტებიც იყო. ყველა ამ საკითხზე, ყველა დანაშაულის შესაძლო ფაქტზე, ჩვენ გვაქვს პასუხი. ჩვენ გვაქვს პასუხი ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აინტერესებს ჩვენ რას ვაკეთებდით ამ პერიოდში. თუ ვინმეს მოლოდინი აქვს, რომ სახალხო დამცველი გამოვა და არჩევნების ლეგიტიმაციაზე ილაპარაკებს, როდესაც მას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია და თუ ვინმე ვინმეს დააჯერებს, რომ ეს სახალხო დამცველმა უნდა გააკეთოს, ეს არის ტყუილი. ეს არ გაუკეთებია, არც ერთ სახალხო დამცველს და ამას ვერც ერთი სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს“,- განაცხადა იოსელიანმა.

წყარო: IPN.GE

მსგავსი სტატიები