ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ცხრა პირი სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000 -5 000 – ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ჯარიმა დაეკისრათ: გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი; ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი; ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი; ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი; ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი; მაია ცირამუა – ფსიქოლოგი; ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი; გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი; ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შსს ცხრავე პირის, სამართალდამრღვევად ცნობას და მათ მიმართ ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ამ მოთხოვნას არ ეთანხმებოდნენ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები და მათი ადვოკატები.

სასამართლოში სოლიდარობის ნიშნად შეკრებილი იყვნენ, მათი კოლეგები და ახლობლები. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება 26 იანვარს, ქუთაისში მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართული აქციის გამო დაიწყო. შეკრებილები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელის პატიმრობას აპროტესტებდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ.

სასამართლო სხდომაზე სასამართლოს  თხოვნით მიმართა მასწავლებალთა ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, ლადო აფხაზავამ:

 პირველად მიწევს ჩემი თავის დაცვა ამდენი ხნის განმავლობაში. არასოდეს თავი არ დამიცვია და დღეს იძულებული ვარ, დავიცვა. მე საათებზე ვმუშაობ, ამიტომაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ სამ სკოლაში ვიმუშავო. ამიტომ ზოგიერთს შეიძლება აქვს იმის წარმოდგენა, რომ მე ძალიან დიდი შემოსავალი მაქვს. დიდი შემოსავალი რომ მქონდეს, ერთ სკოლაში ვიმუშავებდი და არა სამში. მიწევს ერთი სკოლიდან გადარბენა მეორეში და რამდენიმე კილომეტრის გავლა. ველოსიპედი მქონდა და ისიც მომპარეს და ფეხით დავდივარ.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავლები, რომ ამ სანქციას [5000 ლარი] გავუმკლავდეთ. მე მაშინ დამჭირდება ჩემი კოლეგების დახმარება და ძალიან გთხოვთ, არ მსურს ჩემს კოლეგებს ვთხოვო დახმარება და ამ საქმეში, დაახლოებით, 100 მასწავლებელი ჩავრთო“.
ზედმეტი უხერხულობის გარეშე გთხოვთ, რომ ეს სანქცია მოგვიხსნათ და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით გაგვისტუმროთ აქედან“, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.
მოსამართლე ციცინო მოსიძემ სამართალდამრღვევებად ცნო ცხრავე პირი და 5000-5000 ლარით დააჯარიმა.

საქმეზე წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობდა.

მსგავსი სტატიები

  • 88
    ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს - თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ - ვინმემ მითხრა, მოდი დაკითხვაზე? არა! ისე მხეცურად უნდა დავეკავებინეთ, ცემა-ტყეპით, წიხლებით რომ შემდგნენ?თქვენი საქმის თქვენ იცით, დამიჭერთ ორი თვით? დამიჭირეთ, - ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს. ელისაშვილმა სხდომაზე ისაუბრა იმ დღეზე, როდესაც სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდგომ ის პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრ, ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო დააკავა. „ჯერ ერთი, მე არსად არ ვიმალები.…
  • 88
    ახალი კანონპროექტით მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდებაქართული ოცნების ახალი კანონპროექტით, რომლითაც ცვლილებები შედის ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ, მედიას სასამართლოს სხდომების გაშუქება ეზღუდება. ცვლილებების თანახმად, იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღებაც. პროცესების გადაღების უფლებამოსილება კი ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. მედიასთან დაკავშირებული მუხლი ითვალისწინებს შემდეგს: სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-,…
  • 83
    სასამართლომ მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვაბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის „სისხლის სამართლის“ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხი განიხილეს. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. მომდევნო სასამართლო პროცესი 8 მაისს ჩანიშნა. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მზია ამაღლობელის მხარდამჭერების მხრიდან ხმაური მოჰყვა. „ნამდვილად სახეზე გვაქვს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. სასამართლოს მიაჩნია, რომ…
  • 79
    „ულეველას“ პრობლემებიოზურგეთის რაიონულ სამასამრთლოში (მოსამართლე თამთა საჯაია) დაიწყო სასამართლო პროცესი კოოპერატივ „ულეველას“ მიერ მოიჯარესათვის _სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსათვის  გურიის მთებში  აღებული სათიბების საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე. „ულეველას“ ისტორიიდან: ნევრიზ მიქელაძე (2023 წელს ჩავწერეთ) : _„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 წლის წინ   არსიანის ქედთან, ბახმაროს მთების გაგრძელებაზე  იჯარით გადმოგვეცა 536 ჰექტარი  სათიბ-საძოვარი, რომელიც…
  • 78
    ზოტელ კოოპერატორებს არსიანის ქედთან მდებარე სათიბებში საიჯარო ქირის გადახდას ედავებიან„ულეველას“  ულევი პრობლემები! ოზურგეთის რაიონულ სამასამრთლოში (მოსამართლე თამთა საჯაია) დაიწყო სასამართლო პროცესი კოოპერატივ „ულეველას“ მიერ მოიჯარესათვის _სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოსათვის  გურიის მთებში  აღებული სათიბების საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე. „ულეველას“ ისტორიიდან: ნევრიზ მიქელაძე (2023 წელს ჩავწერეთ) _ : „სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6 წლის წინ   არსიანის ქედთან, ბახმაროს მთების გაგრძელებაზე  იჯარით გადმოგვეცა…