„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს გადაეცა სახაროვის პრემია, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

მზია ამაღლობელთან ერთად ეს ჯილდო გადაეცა ბელარუს პატიმარსა და ჟურნალისტს, ანდჟეი პოჩობუტისაც.

სახაროვის პრემიის 2025 წლის ლაურეატები ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ 22 ოქტომბერს, სტრასბურგში, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა.

„ორივე ჟურნალისტი ახლა საპატიმროში იმყოფება ყალბი ბრალდებებით და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავის საქმეს ასრულებდნენ, ლაპარაკობდნენ უსამართლობის შესახებ. მათმა გამბედაობამ ისინი თავისუფლებისა და დემოკრატიის ბრძოლის სიმბოლოდ აქცია. ეს ინსტიტუცია მათი და იმ ხალხის გვერდით დგას, რომლებიც აგრძელებენ თავისუფლების მოთხოვნას“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

 

მსგავსი სტატიები