სექტემბრიდან, გურიაში, 36 სასულიერი პირი საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბებში მოსწავლეებს შეხვდებიან.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები 36 სასულიერო პირს გადაეცა.
„გადამზადების ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა ისაუბრა ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, სასკოლო გარემოში სასულიერო პირთა როლსა და მოსწავლეებთან მუშაობის მნიშვნელოვან საკითხებზე.
ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელმა, მღვდელმა ნიკოლოზ როინიშვილმა მონაწილეებთან განიხილა პრაქტიკული სცენარი და გაუზიარა კლუბში საქმიანობის გამოცდილება.
სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ანი კუდუხაშვილმა ჩაატარა ტრენინგი სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და არაფორმალური განათლების მიდგომების შესახებ.
ამავე პროგრამის კონსულტანტმა მანანა ჯინჭარაძემ განიხილა უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის, ბულინგის პრევენციისა და მსგავს შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების საკითხები.
ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ ისაუბრა ბავშვთა განვითარების ძირითად ეტაპებზე, მათ ასაკობრივ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებსა და მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციშია აღნიშნული. გადამზადების კურსი მიზნად ისახავდა სასულიერო პირების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდების მიმართულებით, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ ღირებულებითი განათლების კლუბებში საქმიანობა და მოსწავლეებთან მუშაობა.
გადამზადებული სასულიერო პირები ახალი სასწავლო წლიდან ღირებულებითი განათლების კლუბებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა და ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების რიგ სკოლებში იმუშავებენ.
მსგავსი სტატიები
- 75გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებში ადგილზე გაეცნენ განახლებულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.…
- 73
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 73
რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო. ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც… - 72
კამპანია - „აჩუქე წიგნი“ 1995 წელს UNESCO-მ დააფუძნა და ის საქართველოში კომპანია „ბიბლუსის“ და გიორგი კეკელიძის ინიციატივით 2019 წლიდან აღინიშნება. წლების განმავლობაში ეს კამპანიასაქართველოში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უერთდება, ვინაიდან ეს ინიციატივა მნიშვნლოვნად უწყობს ხელს წიგნიერების პოპულარიზაციასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.… - 71
სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილესთან თამარ მახარაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და…