გურიის რეგიონში (ლანჩხუთი, ჩოხატაური) მეთხილე ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამეგრელოსდ ესტუმრა და ზუგდიდში, თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეონათში“ სამუშაო პროცესს გაეცნო.

გთავაზობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ზუგდიდში, თხილის საწარმოში „ჯეონათსი“ სამუშაო პროცესს გაეცნო და თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.
 „სამეგრელოს რეგიონში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრისას მოვისმინეთ დეტალური ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს თხილის მოსავლის დაბინავება სამეგრელოს რეგიონში, როგორი მოსავალია წელს. შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მიზნობრივი დახმარება, რომელიც სახელმწიფომ სწორედ მცირე ფერმერებისთვის განახორციელა ბაღების მოსავლელად და მოსავლის გასაუმჯობესებლად, ეფექტური აღმოჩნდა. მათ წინა წელთან შედარებით უკეთესი მოსავალი აქვთ, როგორც რაოდენობრივად, ასევე ხარისხობრივად. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველა ფერმერს აუცილებლად მოუარონ ბაღებს, განახორციელონ ის ღონისძიებები და რეკომენდაციები, რომლებიც გაწერილია შესაბამისი აგროკალენდარით. ეს პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია რაოდენობრივად და ხარისხობრივად უკეთეს მოსავალთან, უკეთეს ფასთან და რა თქმა უნდა, თითოეული ფერმერის უკეთეს შემოსავალთან”,_  განაცხადა ოთარ შამუგიამ.
 თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის დირექტორის ლევან ქარდავას განცხადებით, წელს ფერმერების ნაწილმა თხილის ბაღებს სათანადოდ ვერ მოუარა, რაც თხილის ხარისხზე აისახა.
 ,,მოვლილ ბაღებში თხილი, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური ხარისხისაა. სამწუხაროდ, თხილის ბაღების საკმაოდ დიდი ნაწილი ფერმერების მხრიდან არ არის სათანადოდ მოვლილი და ამაზე წვიმებმაც იმოქმედა. თხილის ფასი დამოკიდებულია მის ხარისხზე. დღესდღეობით, სამეგრელოში, ფასი იწყება 3 ლარიდან და მერყეობს 5 ლარამდე”, _ განაცხადა ლევან ქარდავამ.
 ღსანიშნავია, რომ თხილის გადამმუშავებელი საწარმო შპს „ჯეონათსი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით 2018 წელს შეიქმნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოს, თხილი, ყოველ წელს, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში გააქვს. როგორც საწარმოს წარმომადგენელი აცხადებს წელსაც აქვთ მოლოდინი, რომ ჩაბარებული თხილის დიდი ნაწილი ევროკავშირის ბაზარზე იქნება გატანილი.
დაფინანსებული · დაფინანსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო-ის მიერ

მსგავსი სტატიები

  • 78
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 76
    „ადექით და პირდაპირ უთხარით ხალხს,რომ აჩეხონ თხილი!“„თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, საქართველოში, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში, 1 კგ. უმაღლესი ხარისხის თხილის ფასი სავარაუდოდ 6-7 ლარი იქნება. გიორგი თოდუას განცხადებით, წელს ქვეყანაში მინიმუმ 50 000 ტონა თხილის აღებაა მოსალოდნელი და სექტორი ელის, რომ მოსავლის დაახლოებით 70% პრემიუმი, პირველი და მეორე ხარისხის თხილი იქნება. წყარო…
  • 70
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 70
    პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრები წარადგინა. მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ შამუგია დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს,…
  • 68
    ფერმერები კვლავ შეძლებენ თხილის ფართობების რეგისტრაციასდღეს, სოფელ ოზურგეთში, კულტურის ცენტრის შენობაში დასრულდა თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში. აღნიშნულ შრომატევად სამუშაოს ერთობლივად აწარმოებდნენ ა (ა) იპ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და სურსათის ეროვნული სააგენტო. ჩვენ სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ სოფლის მეურნეობის განვიტარების სააგენტოს ჯგუფის უფროსს გურამ ბაჯელიძეს ვესაუბრეთ: _ 2022 წლის ნოემბერში საქართველოში ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის…