არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. იგი ვიცე-სპიკერის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„არჩილ თალაკვაძე, როგორც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მათ შორის, საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვიცე-სპიკერის პოზიციაზე გააგრძელებს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“,_ აცხადებს გიორგი კობახიძე.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურას წარადგენს.
„მინდა გაცნობოთ, რომ „ქართული ოცნების“ სახელით, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად პარლამენტს წარედგინება კახა კუჭავს კანდიდატურა“, _განაცხადა ირაკლი კობახიძემ.