სსიპ ქალაქ ოზურგეთის N 3 საჯარო სკოლის IV კლასში პედაგოგმა ნინო ვაშალომიძემ დაგეგმა და განახორციელა ინტეგრირებული სასწავლო პროექტი „მე მკითხველი“.
პროექტის მიზანი :
- მოსწავლემ გაიაზროს კითხვის მიზანი, თუ რატომ არის არის საჭირო წიგნების კითხვა;
- მოსწავლისათვის შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
- წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება;
- ბიბლიოთეკის, როგორც განათლების მიცემაზე პასუხისმგებელი ინსტიტუციის მნიშვნელობის გაანალიზება.
ეროვნული სასწავლო გეგმის მეთოდოლოგიური ნაწილის ერთ-ერთი მოთხოვნაა, ყურადღების გამახვილება საგანთა შორის ინტეგრაციაზე. ინტეგრირება ეხმარება მოსწავლეს საკითხის ღრმად და მრავალმხრივად გააზრებაში. სწორედ ამ მიზნით დაიგეგმა პროექტი „მე მკითხველი“. პროექტის ფარგლებში სასწავლო მასალის თემის ერთიან კონტექსტთან დაკავშირებამ ხელი შეუწყო ორი საგნის„მე და საზოგადოებისა“ და ქართული ენის ინტეგრირებას.
პროექტი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა (პროექტი გაიხსნა და დაიხურა ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.) , რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა იმუშავეს კომპლექსურ დავალებებზე, განახორციელეს საინტერესო აქტივობები. პროექტში ჩართული იყო მშობლები, მასწავლებლები.
მსგავსი სტატიები
- 67
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 65
ბახვი ჰესის პროექტი დასრულების ფაზაშია. 2021 წლიდან დღემდე ბევრი აკვირდება მის განვითარებას. წარმატების ისტორია, რომელსაც ამ პროექტის გუნდი ქმნის, საინტერესოა და აუცილებლად გასაზიარებელი. პროექტის განხორციელების მანძილზე ბევრი გამოწვევა იყო და ბევრი გამარჯვებაც. წარმოგიდგენთინტერვიუს ბახვი ჰესის დირექტორტან, გიორგი აბრამიშვილთან. ბატონო გიორგი,როდესაც პროექტის დაწყებას იხსენებთ, რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა იდეის… - 65გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებში ადგილზე გაეცნენ განახლებულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.…
- 64
რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო. ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც… - 64
კამპანია - „აჩუქე წიგნი“ 1995 წელს UNESCO-მ დააფუძნა და ის საქართველოში კომპანია „ბიბლუსის“ და გიორგი კეკელიძის ინიციატივით 2019 წლიდან აღინიშნება. წლების განმავლობაში ეს კამპანიასაქართველოში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უერთდება, ვინაიდან ეს ინიციატივა მნიშვნლოვნად უწყობს ხელს წიგნიერების პოპულარიზაციასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.…