დიახ, ოზურგეთის თეატრში სასწაულები ხდება და ეს სასწაულები კალეიდოსკოპის ფერადი ფიგურებივით ენაცვლებიან ერთმანეთს.
მათემატიკოსები ნუ დამიწყებენ იმის მტკიცებას, რომ 3+3 უდრის ექვსს, რადგან… რადგან ოზურგეთის თეატრმა, 13 ივნისს, აუარება მაყურებლის თვალწინ, მეორედ დაამტკიცა, რომ `3+3~ გაცილებით მეტია და უსასრულობას უტოლდება. პირველად ეს მომხდარა 17 მაისს, როცა მანანა დოიაშვილის ამ პიესის პრემიერა შემდგარა ორი უნივერსიტეტის (თეატრალურისა და ილიას სახელობისა) პროფესორის, არაერთი პროფესიული ჯილდოს მფლობელის ვანო ხუციშვილის რეჟისორობით. ვნანობ, განვიცდი კიდეც, რომ პრემიერას ვერ დავესწარი და მივიკელი თეატრალური ხელოვნების ამ შედევრის პირველი გამომზეურების ემოციური სიამოვნება. ვფიქრობ, ეს სპექტაკლი სათანადო ადგილს დაიკავებს როგორც ოზურგეთის თეატრის ისტორიაში, ისე ბატონი ვანოს, როგორც დამდგმელი რეჟისორის, მდიდარ და მრავალფეროვან შემოქმედებაში.
დავუბრუნდეთ 13 ივნისს. იმ დღეს ოზურგეთელი მაყურებელი ამ ფსიქოლოგიური დრამის სასწაულებრივი წარმოდგენის მხილველი გახდა, მაყურებლისა, რომელიც ფარდის გახსნისა და მუსიკის პირველივე ბგერის ექოდ გავარდნისთანავე, უკვე დამუხტული, წუთიწუთზე ელოდებოდა რაღაც მოვლენის სასწაულებრივად განვითარებას, კულმინაციასა თუ კვანძის გახსნას.
უპირველესად, ახალგაზრდა მსახიობებზე ციცი ბუცხრიკიძესა და ნიკა ძნელაძეზე მინდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა. ამ სპექტაკლიდან კარგად ჩანს, ვინ მოდის მომავლიდან, ერთი ნახვით შეყვარებას დავარქმევდი იმას, რაც მაყურებელმა „ბრავოს“ შეძახილებით გამოხატა ამ წყვილის მიმართ დიახ, ოზურგეთელები მოიხიბლენ ბუცხრიკიძის ქალური შარმით სავსე, ტემპერამენტიანიანი ჩეტითა და ძნელაძის ყურებამდე შეყვარებული დორეთი.
საიდუმლოს დამალვის, მალული სიყვარულის გაუმჟღავნელობის, უკიდურესი სიტუაციიდან თავის დაძვრენის შტრიხებით გააჯერა ჯოჯის პორტრეტი მსახიობმა შორენა გვეტაძემ, რომლის არც ერთი როლი გაუტარებია მაყურებელს უოვაციოდ.
ვახტანგ ჩხარტიშვილმა, რომელიც ამავე დროს ამ სპექტაკლის რეჟისორის ასისტენტია, გვეძი კი არ ითამაშა, ნატურალურ გვეძად იქცა, ისეთ გვეძად, რომელიც სცენიდან ჩამოსვლის შემდეგაც ადვილად ვერ შეელევა გვეძობას.
რაც შეეხება თამარ მდინარაძეს (ბაუკი), ხმამაღლა ვაცხადებ: ეს არ არის ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი, უფრო მეტია _ ახლა საქართველოში (არა მხოლოდ) თამარის ბადალი მსახიობი ქალი არ მოიძებნება! ეს ჩემი პირადი აზრია, რომელსაც, ამ სპექტაკლში მის მიერ განსახიერებული ბაუკის გარდა, სხვა პერსონაჟებისგან მიღებული ემოციები ასაზრდოებს.
მხატვარ თეა კუხიანიძის დამსახურებით, საოცრად ტევადი და გამჭვირვალეა ამ სპექტაკლში ოზურგეთის თეატრის მცირე სცენა.
ტრაგიკული დინამიზმით სავსე და სულის ამფორიაქებელია გიორგი ჯიქიას მუსიკალური გაფორმება.
ახლა, როცა ამ წერილზე ვმუშაობ ჭაბუა ამირეჯიბის ნიკანდრო ქირიამ შემახსენა თავი: „დედა, რა იყო აგი, ა?!“ აღარ განვაგრძობ ციტირებას, რადგან უკვე გითხარით, ვისი და როგორი ნახელავიცაა.
აი, თურმე რა ჰქონდა მხედველობაში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, კ. მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატს, ვასო ჩიგოგიძეს, როცა თქვა: „ჩვენ უკვე ევროპული თეატრი ვართ“.
ასეთი სპექტაკლის სანახავად მაყურებელი ყოველთვის ივლის თეატრში.

ავტორი თემურ მარშანიშვილი

 

მსგავსი სტატიები

  • 80
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 78
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
  • 78
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 78
    კონსტანტინე შარაშენიძის თქმით, ძმები თალაკვაძეები თბილისიდან არიან გამოგდებული_„ძმებმა თალაკვაძეებმა, თავიანთი მიზნის მისაღწევად, ყველაფერი იკადრეს, ყველაფერი, რასაც ადამიანები არ კადრულობენ. ეს ხალხი გამოაშკარავდა ოზურგეთში, მათ სხვა გზა არ გააჩნიათ, ისინი არიან გამოგდებული თბილისიდან, მათი არც ღირსება, არც პროფესიონალიზმი არავის სჭირდება სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით“. _ განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ 25 ოქტომბერს თავის ოფისში გამართულ…
  • 74
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…