მემარჯვენე ცენტრისტულ გაერთიანებას _პარტია „ახალი ერთობა გვარამია მელიას“, _ „ახლებს“ ოზურგეთში ირინა ინარიძე უხელმძღვანელებს.
პარტიის ლიდერების განცხადებით ირინა ინარიძე პარალელურად გურიის ორგანიზაციასაც უხელმძღვანელებს.
ირინა ინარიძე წლების განმავლობაში მუშაობდა გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ეკონომიკური სამსახურის უფროსად,იყო ოზურგეთის რაიონული გამგეობის ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი, ოზურგეთის მერიის თანამშრომელი. ბოლო წლებში იგი ბიზნესში მოღვაწობდა.
გაზეთ „ალიონის“ კითხვაზე, თუ რამ განაპირობა მისი პოლიტიკური გააქტიურება, გვიპასუხა:
_„მიმაჩნია, რომ დღეს ყველა პროდასავლურად მოაზროვნე ადამიანს ერთი ამოცანა გვაქვს, გადავარჩინოთ ქვეყანა, დავაბრუნოთ იგი ევროატლანტიკურ და დასავლურ სივრცესა და რაც მთავარია, კონსტიტუციის ჩარჩოებში. ახლა პასიური მხარდაჭერის დრო არაა,თითოეული ჩვენგანი ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ , რათა გამოვიხსნათ ქვეყანა რუსული მარწუხებიდან, და გავხდეთ გარდაუვალი ცვლილებების მონაწილე. ჩემი გადაწყვეტილებაც აქედანაა ნაკარნახევი _ მერწმუნეთ, ჩვენ ერთად შევძლრბთ ამ ცვლილებების განხორციელებას _ „ახლები“ კი ამ პროცესში სხვა პროდასავლურ ძალებთან და რაც მთავარია, ქართველ ხალხთან ერად, თავის წონიან სიტყვას იტყვიან.“
მსგავსი სტატიები
- 66გამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
- 62ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
- 61„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 60როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…
- 59ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…