მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრთან არსებულ სტუდია-სახელოსნოში ,,Gurian-ART” – გრძელდება პროექტი „შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში 2024 წ.
2 სექტემბერს, დაიწყო პროექტის მეოთხე ეტაპი.


მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების დირექტორი ავთანდილ თავართქილაძე აცხადებს:
_ ამჯერად, ჩვენი შემოქმედებითი სახელოსნოს სტუმარია (უკვე მეორედ), ცნობილი უკრაინელი გრაფიკოსი ოქსანა სტრატიჩუკი, რომელიც, პროექტის ხელმძღვანელ ვახტანგ მეგრელიშვილთან და ავთანდილ თავართქილაძესთან ერთად, იმუშავებს დაზგური გრაფიკის ახალ ტექნოლოგიაზე. კერძოდ, ეს არის იაპონური სკოლის ტექნიკა – ,,მოკულიტო.“ ამ საინტერესო მასტერ-კლასს უერთდებიან ადგილობრივი მხატვრები.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუდია-სახელოსნო წელს მერვედ მასპინძლობს პროფესიონალ მხატვართა ჯგუფებს. ტრადიციულად სთავაზობს საინტერესო, თავისუფალ შემოქმედებით სივრცეს დაზგური გრაფიკის (ოფორტი, მონოტიპია, ლინოგრავიურა და ა.შ.) მასტერ-კლასებისა და ნოვატორული იდეების განხორციელებისათვის.
მსგავსი სტატიები
- 75
(წერილი ოცდამეერთე-ოცდამოერე) ავტორი გია ბეშიტაიშვილი 1980 წელი! მსოფლიოს 22-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წელი საბჭოთა კავშირში! ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ტარდებოდა სოციალისტურ ქვეყანაში! ოლიმპიურ თამაშებში სრულიად გამოკვეთილად იგრძნობოდა პოლიტიკური ჩარევა და პოზიციები. ჯერ კიდევ 1976 წელს მონრეალში ოლიმპიადა76-ს ბოიკოტი გამოუცხადა 29 აფრიკის სახელმწიფომ! 1980 წელს საბჭოთა კავშირში ოლიმპიადა80-ს ბოიკოტი გამოუცხადა 60-მა… - 72
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს… - 72
- 72
ავტორი გია ბეშიტაიშვილი (წერილი მეცამეტე-მეთოთხმეტე) მოსკოვის მაქსიმ გორკის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკის «შესტიგრანიკის» ყველაზე დიდი დარბაზში, რომელიც 3000-მდე ადამიანზე იყო განკუთვნილი, ჩვენ ვიმუშავეთ 22.10.1973 წლიდან – 02.11.1975 წლამდე. იხ. სურათი. ამ ორ წელიწადში ყოველგვარი ტელევიზიის და რადიოს გადაცემების გარეშე, ჩვენ …

