კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა.
მედიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში დაუდასტურეს, რომ ერთ-ერთ ავტომანქანაში კოალიციის შტაბის წევრი ელენე მეგრელიშვილი იმყოფებოდა. ელენე ადგილზე გარდაიცვალა.
ერთ-ერთ დაშავებულს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა – მას დაზიანებები ღვიძლისა და თავის არეში ჰქონდა. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა კრიტიკულია. წუხელ ის თბილისის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, სადაც მეორე ოპერაცია ჩაუტარდა.
ტრაგედიის ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობდნენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: AMBEBI.GE
მსგავსი სტატიები
- 85ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ლანჩხუთში 23 წლის თორნიკე წილოსანი მოულოდნელად გარდაიცვალა. "დღეს ცრემლების წვიმა წამოვიდა ჩვენ პატარა ლანჩხუთში, ენა ჩაგვივარდა, მხოლოდ ყვირილი შეგვეძლო, გეძახდით, მამი… ლანჩხუთს 23 წლის თორნიკე წილოსანი არ ჰყავს" _ წერენ სოციალურ ქსელში. „"გლოვობს მთელი ლანჩხუთი. უკარგესი ოჯახის შვილი, თორნიკე წილოსანი მოულოდნელად დაიღუპა. სიცხე ჰქონდა მაღალი და ამ ტემპერატურის ფონზე…
- 85
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება შემოვიდა. უწყების ცნობით, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე… - 82
პოლონეთში, სარკინიგზო გადასასვლელზე, სამგზავრო მატარებელი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და რელსებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 20 მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში რელსებიდან გადასული მატარებელი ჩანს, რომლის გარშემოც მაშველები დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ. ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, პიოტრ მალეფშაკის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სატვირთო… - 81
რუსეთში დათვების დასახლებულ პუნქტებში გამოჩენისა და ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები გახშირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 29 წლის სნეჟანა კოროლევას ერთ-ერთი იმ ადამიანებიდან, რომელიც დათვის თავდასხმას ემსხვერპლა. ის ალთაიში ისვენებდა - შეყვარებულთან, ივანთან ერთად, ტყეში იმყოფებოდა, როდესაც დათვი დაესხა თავს. მტაცებელმა ქალი მდინარისკენ წაათრია. მოგვიანებით შემთხვევის ადგილზე მისულმა მონადირეებმა გოგონას გადარჩენა… - 81
ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…