6 – 7 დეკემბერს ქ. ქუთაისში ალპაგუთში მსოფლიო თასი გაიმართა. (ალპაგუთი თურქული და აზერბაიჯანული საბრძოლო ხელოვნებაა)
შეჯიბრს ქუთაისის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ასპარეზობა ქუთაისის მერიისა და მსოფლიო ალპაგუთის ფედერაციის მხარდაჭერით გაიმართა.
შეჯიბრში თვრამეტი ქვეყანა , ხუთასამდე სპორტსმენით იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების აღმოსავლური ორთაბრძოლების სექციის ხუთი სპორტსმენი ( მწვრთნელი ირაკლი ტუღუში)
ხუთი სპორტსმენიდან ოთხმა მოახერხა და შინ მედალი წამოიღო
ნიკოლოზ ბარბაქაძე – 7 წლის (25 კგ)
დანიელ ხუციშვილი – 8 წლის ( 27 კგ )
საბა ჟორჟოლიანი – 7 წლის ( 25 კგ )
ნიკოლოზ ერქომაიშვილი – 8 წლის ( 27 კგ )
ოზურგეთელი სპორტსმენები ასპარეზობისთვის ირაკლი ტუღუშმა მოამზადა.
,, მიხარია, რომ პრესტიჟულ ტურნირზე, 4 მედალის მოპოვება შევძელით. ჩემთვის და ვფიქრობ მთელი ოზურგეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია! გული მწყდება, რომ ლუკა ჩანჩიბაძემ, ჩემმა მეხუთე სპორტსმენმა სუფთად გაიმარჯვა და მსაჯებმა დამიჩაგრეს, ისევე როგორც ნიკოლოზ ერქომაიშვილი, რომელიც , რომ არა მსაჯების არაობიექტური გადაწყვეტილება, მესამე ადგილზე გავიდოდა… ვიტყვი იმასაც, რომ დანიელ ციციშვილმაც მსაჯების გამო დათმო ბრძოლა.
რაც შეეხება პატარა მონაწილეებს ტურნირის ჩემპიონს, ნიკოლოზ ბარბაქაძეს და ტურნირის ვიცე-ჩემპიონს საბა ჟორჟოლიანს, ისინი ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ. დაძაბული ორთაბრძოლა იყო და გამარჯვება ნიკოლოზმა მოიპოვა. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ბრწყინვალე ასპარეზობისთვის. ჩემმა ბავშვებმა ტატამზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. მათმა ბრძოლამ მსაჯებიც კი აღფრთოვანებაში მოიყვანა.
აღმოსავლური ორთაბრძოლების სექცია ამ მასშტაბური ტურნირით ასრულებს 2024 წელს და იმედს ვიტოვებ, რომ 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება “- ირაკლი ტუღუში – შავი ქამარი 7 დანი ტაეკვონდო ჯიდოკვანში და შავი ქამარი 8 დანი კემპო კარატეში, ოზურგეთის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების საბრძოლო ხელოვნების მწვრთნელი.




+3
ყველა რეაქცია:
17
მსგავსი სტატიები
- 81
15 ივლისს ოზურგეთში, სპორტის სასახლეში ,, შავი ზღვის თასი " ფულ - კინტაქტ კარატეში გაიმართა. ასპარეზობაში მონაწილეობას იღებდა 80 სპორტსმენი საქართველოდან და სომხეთიდან. ( სომხეთის დუკენდოს ფედერაცია - პრეზიდენტი გაგას სარგისიანი) შეჯიბრი სანახაობრივი და აზარტული გამოდგა, პროფესიონალური და ძლიერი ბრძოლებით. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ტაეკვონდოს სექციის მოსწავლეებმა,… - 79
31 მაისსა და 1 ივნისს ქ. ჭიათურაში უმცროს ჭაბუკებს შორის ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში რეპუბლიკური ტურნირი გაიმართა. შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 18 მედალი მათ შორის 4 ოქტო, 3 ვერცხლი და 11 ბრინჯაო წამოიღეს. მწვრთნელი - ლაშა ქადეიშვილი… - 79
29-30 ნოემბერს ქ,. ქუთაისში, ბ/ რ ჭიდაობაში ჭაბუკებსა და უმცროს ჭაბუკებს შორის თეიმურაზ აფხაზავას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასპარეზობაში საქართველოს გარდა შვიდი ქვეყანა: ჩინეთი, ლატვია.ლი ეტუა, ესტონეთი, პოლონეთი, სომხეთი და შვედეთი იღებდა მონაწილეობას. ასეთი მასშტაბური სპორტული ღონისძიებიდან, შვიდი ოქრო, ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო წამოიღო ოზურგეთის… - 78
ქ. ქუთაისში 1 თებერვალს კიკბოქსინგში დასავლეთ საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფსა და წონით კატეგორიაში ჩატარდა შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს და წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების კიკბოქსონგის სექციის ( ურეკის ჯგუფი) სპორტსმენებმა და შინ 3 ოქრო, 5 ვერცხლი და 5 ბრინჯაო წამოიღეს. I ადგილი ანა მუკუტაძე… - 78
17-18 მაის ქალაქ ბაღდათში ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში , უმცროს ჭაბუკებს შორის თემურ ვაშაყმაძის სახელობის ტურნირი გაიმართა. შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა და შინ 10 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო წამოიღეს. სპორტსმენებსა და შედეგებს გაგაცნობთ მწვრთნელების მიხედვით : კახაბერ აბაშიძე…