დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხმაური იყო. სხდომის დაწყების წინ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს ე.წ. „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყვეს. მათ ადგილზე თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს და სხდომაზე მიმავალ დეპუტატებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას სთხოვდნენ.
ოპოზიციის ამ პერფორმანსს „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. განსაკუთრებულად გამოიკვეთა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეების მარიკა ჩხიკვიშვილის და დავით მჟავანაძის დაპირისპირება.
_„იმის პარალელურად, როცა ათობით ადამიანი დაასახიჩრეს, სიკვდილამდე მიიყვანეს, ქუჩებში მოუწყვეს რეპრესიები, ამის ფონზე დღეს ოზურგეთის საკრებულო და ავთანდილ თალაკვაძე აქ, საბჭოურ დარბაზში შეიკრიბნენ და საკუთარ თავს ხელფასებს უზრდიან. 6-7-8 ათასი ლარი უნდა ჰქონდეთ მათ ხელფასი, რომ ხმა არ ამოიღონ და გაუმაგრონ ზურგი ამ ძალადობრივ რეჟიმს“, _ განაცხადა პარტია„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილმა.
მოგვიანებით ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომაზე ფოტოებით შევიდნენ, რის გამოც დაპირისპირება უმრავლესობის წევრებთან სხდომის დარბაზში გაგრძელდა. ადგილზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. სამართალდამცავებმა ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს.
საკრებულოს სხდომა გაგრძელდა. დეპუტატებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.
_ნაციონალ დეპუტატებს არ აინტერსებთ რა ხდება საკრებულოში, როგორ მივიღეთ ბიუჯეტი, მხოლოდ საკრებულოს სხდომის ჩატარების ხელშეშლასა და დებოშზე არიან გადასულნი. კარგად ხვდება საზოგადოება, ვინ არიან ესენი და რას აკეთებენ. არაფერი არ უყვართ, ყველაფერს ცალმხრივად უდგებიან. არ ამბობენ მოქალაქეების გარდა, რამდენი პოლიციელი დაშავდა. ესენი არ უნდა იყვნენ საკრებულოში _განაცხადა თავის გამოსვლაში საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ.
მსგავსი სტატიები
- 76
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო… - 74
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის… - 71
დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას… - 71
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…
