საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, თბილისში, ესპანეთის ნაკრები 46:28 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეჩვიდმეტედ (ზედიზედ მერვედ) მოიპოვა.
ესპანეთის ნაკრებმა პირველ ტაიმში შეძლო „ბორჯღალოსნებისთვის“ მეტ-ნაკლებად წინააღმდეგობა გაეწია. საწყის წუთებში საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საკუთარი თამაშის პოვნა გაუჭირდათ, რითაც ესპანელებმა ისარგებლეს და ერთ ეპიზოდში 13:5 დაწინაურდნენ, მაგრამ „ბორჯღალოსნებმა“ პირველვე ტაიმში მოახერხეს მობილიზება, ტაიმის ბოლომდე სამი ლელოს დადება შეძლეს (მხოლოდ ერთი გარდასახეს) და პირველი ნახევარი 17:16 მოიგეს. საქართველოს ნაკრებმა კიდევ უფრო უკეთესად ჩაატარა მეორე ტაიმი, მეტოქეს ერთმანეთზე უკეთესი, ლამაზი ლელოები დაუდო, ვანო კარკაძემ და აკაკი ტაბუცაძემ ჰეთთრიკი შეასრულეს, აკაკიმ კი სანაკრებო კარიერაში 50-ე ლელო (51 თამაშში) მიითვალა და მსოფლიო საუკეთესო მელელოვეთა ათეულში მეექვსე ადგილზე დაწინაურდა. ბექა გორგაძემ „ბორჯღალოსნების“ რიგებში 50-ე მატჩი ჩაატარა, სანდრო თოდუამ კი ნაკრების მაისურა 120-ედ მოირგო და ყველა დროის რეკორდსმენობამდე 3 მატჩი აშორებს (რეკორდსმენი დავით კაჭარავაა 122 მატჩით)
მსგავსი სტატიები
- 65
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 64
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 64
27 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…
- 64
იტალიაში მიმდინარე რაგბის ექვსი ერის ფესტივალზე, საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მეორე შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრები შეხვედრის ბოლოს დადებული ლელოთი 20:19 დაამარცხა. პირველ ტაიმში საფრანგეთის ნაკრებმა სამი ლელოს დადება მოახერხა, რასაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ლელოთი (ლევან ეზიეშვილი) და ერთი ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 10:19 დათმო. მეორე ნახევრში ქართველმა მორაგბეებმა ჯერ ზუსტი საჯარიმო…
- 63
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…