მედიის ადვოკატირების კოალიცია „მთის ამბების“ რედაქტორსა და ჟურნალისტზე, გელა მთივლიშვილზე თავდასხმას გმობს.
„ეს შემზარავი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში მედიის წარმომადგენლები საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველ გარემოში მუშაობენ“, — აცხადებს მედიის ადვოკატირების კოალიცია.
კოალიცია ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი „ქართული ოცნების“ მხრიდან თავდასხმის სამიზნე ხდება პროფესიული საქმიანობის გამო, რამეთუ მისმა გამოძიებებმა არაერთი კორუფციის შემთხვევა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტი გამოავლინა.
_„რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების შემდეგ დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის არსებული ისედაც რთული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. „ქართული ოცნება“ ღიად ძალადობს ქართველ ხალხსა და დამოუკიდებელ მედიაზე. გასული წლის 28 ნოემბრიდან დღემდე „ქართული ოცნების“ სამართალდამცველისა თუ რეჟიმთან დაკავშირებული უკანონო ფორმირებების მონაწილეობის ასზე მეტი ინციდენტი მოხდა მედიის წინააღმდეგ, მათ შორის ფიზიკური თავდასხმა, უკანონოდ საქმიანობის ხელის შეშლა, შეურაცხყოფა, მუქარა, თუმცა არცერთი დამნაშავე იქნა იდენტიფიცირებული და დასჯილი. პოლიტიკური პატიმარი მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება, რაც ასევე ნათლად მიუთითებს ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულებას მედიის თავისუფლებისადმი“, — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს და ყველა ჟურნალისტს, ვინც მუქარისა და თავდასხმების მიუხედავად აგრძელებს საქმიანობას საზოგადოების ინფორმირებისა და დემოკრატიის დაცვის საქმეში.
გელა მთივლიშვილის განცხადებით, 15 მარტს წეროვანთან, ავტობანზე მას და მის კოლეგას თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შეიარაღებული სპეცრაზმელი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ინციდენტის შემდეგ მანქანით აედევნენ.
მსგავსი სტატიები
- 90
სამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
- 88
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს. "ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მომენტში, გვსურს მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მედიაში, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და რომელსაც საზოგადოება აფინანსებს, მთავარი ის ღირებულებები უნდა იყოს, რომელიც პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლის მიუხედავად უნდა დავიცვათ. უპირველესია ჩვენი კონსტიტუცია,…
- 87
კომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
- 87
მინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
- 86
ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელს მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები მოუწოდებენ, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. როგორც წერილშია ნათქვამი, მზია ამაღლობელმა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადოს. მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე გაჟღერდა წერილი, რომელსაც ადვოკატის მეშვეობით ციხეშიც შეუგზავნიან: „მზია, ჩვენ შენი მეგობრები და კოლეგები პატივისცემით ვუყურებთ შენს ურყევ ნებას და ბრძოლას…