იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილოს მესამემ გამოიტანა.
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:32 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:36 საათზე გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც.
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დღეს ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ რეისით ჩამოიტანენ. „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება.
მსგავსი სტატიები
- 97
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე 15:10 საათზე შევიდა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურა. ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:13 საათზე გადმოვიდა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ…
- 81
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან…
- 79
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე: საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „სიცოცხლის სულის რჯულმა ქრისტე იესოში გამათავისუფლა მე ცოდვისა და სიკვდილის რჯულისაგან“ (რომაელთა 8,2) ქრისტესმიერ საყვარელნო დანო და ძმანო, ქრისტე იშვა! ჭეშმარიტად იშვა…
- 79
31 დეკემბერი, 2024 წელი. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლის სიტყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე. /სოფელი ძველი ხიბულა, მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძარი/ ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძველ ხიბულაში, რათა პატივი მივაგოთ საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ბატონ ზვიად გამსახურდიას…
- 73
გადასახლება _ რამდენ ტკივი-ლიან ფურცლად შემორჩენია თავად ეს სიტყვა გასულ საუკუნეს, რამდენი უკანასკნელი ამოსუნთქვა ჩაბრუნებია გულს სამშობლოსგან მოშორებით და სამშობლოს მონატრებით. ერთ-ერთი საუბრის დროს, რამდენიმე ფაქტის გახსენებას მოჰყვა ამ წერილის მომზადების იდეა. ვთხოვე ხათუნა გორგოშიძე - სურგულაძეს, მასალები მოეწოდებინა. თვალწინ მიდევს დრო-ჟამისგან შეყვითლებული ეს ფურცლები, ბევრი ჩასწორებით, ბევრი გადახაზვით. და…