„დემოკრატმა“ კონგრესმენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე რეზოლუცია წარადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, შრი თანედარმა (მიჩიგანი, „დემოკრატიული პარტია“) აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კონსტიტუციის დარღვევაში, ძალაუფლების უზურპაციასა და კორუფციაში დაადანაშაულა.

„პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლები წარვადგინე. მაშინ, როდესაც ტრამპი უგულებელყოფს კონსტიტუციას, კონგრესს და სასამართლოებს, ის „ამერიკისთვის არ იბრძვის“, არამედ ის მას ანადგურებს და ჩვენს დემოკრატიას რეალურ საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა.

ცნობისთვის, თანედარს დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნა შეუძლია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება, რადგან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატასა და სენატს „რესპუბლიკური პარტია“ აკონტროლებს.

წყარო: IPN.GE

მსგავსი სტატიები