ნატანებში, კომპანია “ფოლად იოლი”-ს საწარმოში დასაქმებულები მეორე საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ისევ გაიფიცნენ. პროტესტის მონაწილეებს აჭარაში დასაქმებულებიც უერთდებიან. მათი ინფორმაციით, ექვსი თვის ხელფასი არ მიუღიათ და მიუხედავად დაპირებებისა, კომპანიის ხელმძღვანელობა ანაზღაურების გადახდას გაურკვეველი ვადით აჭიანურებს. _აღნიშნულ ინფორმაციას „აჭარა ტვ“ ავრცელებს.
„მუშების ნაწილს, 20 000, 15 000 და ა.შ. აქვთ ასაღები. ასევე, მძიმე ტექნიკა დაიქირავეს და ამის ანაზღაურება არ სურთ. ამბობენ, დღეს ან ხვალ აგინაზღაურებთო, მაგრამ დაპირება არ სრულდება. ველოდებით, თუ არ მოხდება ანაზღაურება, კომპანიის შენობაში შესვლას ვგეგმავთ“,_ ამბობენ აქციის მონაწილეები.
აქციაზე, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფება, რომელიც შეკრებილებთან ერთად ცდილობს შეხვდეს თურქული კომპანიის წარმომადგენლობას. მისი თქმით, 10 დღის წინ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღო დაპირება, რომ დასაქმებულებს ანაზღაურებას რამდენიმე დღეში გადაუხდიდნენ.
როგორც ვწერდით, („ალიონი“ #110 საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ანიშნული კომპანია არაერთხელ არის გაფრთხილებული და დაკისრებული აქვს საჯარიმო სანქციები.
აქციის მონაწილეები, ადგილზე გურიის გუბერნატორის მისვლას და მასთან შეხვედრას ითხოვენ. ასევე მიმართავენ სახალხო დამცველსაც. საწარმოს ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.
აჭარა ტვ. ფოტო.
მსგავსი სტატიები
- 68
ავტორი: ნუგზარ ასათიანი თამარ მელიქაძისა და ხარიტონ ჯინჭარაძის ოჯახი ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც ვერ გადაურჩა გასული საუკუნის 30-იანი წლების რეპრესიების სუსხს. 13 წლის წინ ამ ოჯახის უკანასკნელი წევრი გარდაიცვალა. დარჩა ლამაზი მოგონებები და სევდიანი ისტორია, რომლის გადმოცემას 10 წელზე მეტია ვლამობ... …
- 66
ავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
- 64
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია სამშენებლო კომპანია “ფოლად იოლი”-ს საწარმოს თანამშრომლებმა გამართეს. ორგანიზაციაში 200-ზე მეტი ადამიანი გაიფიცა და პროტესტის ნიშნად ბათუმი-ქობულეთი-შეკვეთილის ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეები სახელფასო ანაზღაურების დაგვიანებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანიისგან ექვსი თვის ანაზღაურება აღარ მიუღიათ. გზის გადაკეტვას მალევე შეუშალა ხელი საპატრულო პოლიციამ,…
- 64
ლადო ხავთასი 93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ შევეცდებით, მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა 1931 წლის 15 ივნისს ქ. მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
- 61
70 წლისა შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ პატიკოს ძე ღლონტი. ამის გამო საქართველოს მწერალთა კავშირმა იუბილარს მისალმება გაუგზავნა. მისალმებაში ნათქვამია: ბატონო ვახტანგ! ჩვენო საყვარელო, ჭირსა თუ ლხინში გამოცდილო თანამებრძოლო! საქართველოს მწერალთა კავშირი, თქვენი მეგობარი ქართველი მწერლები გულმხურვალედ მოგესალმებიან ძმასა და მეგობარს, თანამედროვე ქართული მწერლობის ჭეშმარიტ რაინდს…