ინდოეთის დედაქალაქ დელიში გლობალური მასწავლებლების და სკოლის დირექტორების დაჯილდოვება გაიმართა. დაჯილდოებულთა შორისა თბილისის 103-ე საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ ჩხაიძე, რომელსაც ჯილდო საქართველოს ელჩმა ინდოეთში ვახტანგ ჯაოშვილმა და საელჩოს ვიცე-კონსულმა, სერგი ბოლქვაძემ გადასცა. სერგი ბოლქვაძე წარმოშობით ოზურგეთელია.
ვულოცავთ ბატონ არჩილ ჩხაიძეს ამ მნიშვნელოვან მიღწევას _გლობალურ დონეზე აღიარებასა და პროფესიული შრომის დაფასებას.

„ა.წ, 28.11- 1. 12 საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის AKS Education Awards ინიციატივით ინდოეთის დედაქალაქ დელიში გაიმართა განათლების სისტემის მუშაკთა საერთაშორისო ფორუმი Global Education Awards Deli. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა მსოფლიოს 6 ქვეყნის 70-მდე დელეგატი, სადაც ჩვენი სკოლის პედაგოგ რუსუდან ნუცუბიძესთან და თინა გოგოტიშვილთან ერთად ვიყავი მიწვეული.
ვიზიტის პირველი დღე დაეთმო ფორუმს, სადაც გაიმართა დისკუსია და დაჯილდოების ცერემონია. შემდეგ ვეწვიეთ განგის საერთაშორისო და ჰოლის საჯარო სკოლებს, სადაც გავეცანით მათ საქმიანობას, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება.
პ.ს. რა შეედრება იმ ზღვა სიხარულს, როდესაც ინდოეთის დედაქალაქ დელიში სკოლის საქმიანობა აღიარეს საერთაშორისო დონეზე, ამის დასტურად მე გლობალური დირექტორის, ხოლო ჩემი სკოლის ქიმიის პედაგოგ რუსუდან ნუცუბიძეს გლობალური პედაგოგის ჯილდო, ფორუმზე სტუმრის სტატუსით მოწვეულმა საქართველოს ელჩმა ინდოეთში ბატონმა ვახტანგ ჯაოშვილმა და საელჩოს ვიცე -კონსულმა გადმოგვცა. ბედნიერი წუთების განცდის კულიმინაცია იყო, როდესაც ჯილდო ელჩთან ერთად ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ, ვიცე-კონსულმა სერგი ბოლქვაძემ გადმომცა.
ამ შესაძლებლობისთვის გულწრფელ მადლობას ვუხდი Alert Knowledge Services-ს დამფუძნებლებს და სამიტის ორგანიზატორებს ინდოეთიდან: ბატონ დინეშ კამრას, მაჰეშ კამრასა და სარვეშ კამრას და მათ წარმომადგენელს საქართველოში-ქალბატონ ინგა ხარჩილავას.“ _წერს არჩილ ჩხაიძე სოციალურ ქსელში.
წელს, თებერვალში, დუბაიში გამართულ საერთაშორისო საგანმანათლებლო სამიტზე, თბილისის103-ე საჯარო სკოლის დირექტორს არჩილ ჩხაიძეს წლის საუკეთესო დირექტორის ჯილდო გადაეცა.

მსგავსი სტატიები
- 83
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 83
- 78
რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო. ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც… - 77
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება… - 76
პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა. შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ…
