პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა , – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპის განცხადებით, პუტინი დათანხმდა, რაც „ძალიან კარგია“.

„პირდაპირ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში კიევისა და სხვადასხვა ქალაქისთვის არ ესროლა, ის დათანხმდა ამას. და, უნდა გითხრათ, ეს ძალიან კარგი იყო. ბევრი ხალხი ამბობდა, რომ საჭირო არ იყო უსარგებლო ზარის გაკეთება, ვინაიდან არაფერი არ გამოვიდოდა, მაგრამ მან ეს გააკეთა და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს გააკეთეს“, – განაცხადა ტრამპმა.

წყარო: ipn.ge

მსგავსი სტატიები