ირანული მედიასაშუალებები ქვეყნის ორ სხვადასხვა რეგიონში მომხდარი „ძლიერი აფეთქებების“ შესახებ იტყობინებიან. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია მაღალჩინოსანზე შესაძლო თავდასხმის შესახებ.
გავრცელდა ინფორმაცია ბანდარ-აბასში (ჰორმოზგანის პროვინცია) მძლავრი აფეთქების შესახებ. ეს ქალაქი ირანის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პორტია და იქ განთავსებულია სამხედრო-საზღვაო ბაზები.
პარალელურად, ვრცელდება ცნობები კიდევ ერთი აფეთქების შესახებ ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, აჰვაზში (ხუზესტანის პროვინცია).
აფეთქებების ფონზე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” (IRGC) საზღვაო ძალების სარდლის, ალირეზა თანგსირის შესაძლო მკვლელობის შესახებ. ნახევრად ოფიციალურმა სააგენტო Tasnim-მა და თავად კორპუსის საინფორმაციო რესურსმა Sepah News-მა ოფიციალურად უარყვეს ეს ცნობები.
ბანდარ-აბასი და აჰვაზი ირანის ენერგეტიკული და სამხედრო ინფრასტრუქტურის ხერხემალია. ამ ეტაპზე ოფიციალური თეირანი მომხდარს საყოფაცხოვრებო შემთხვევებად ან დეზინფორმაციულ შეტევად წარმოაჩენს.
წყარო: Nevpost.ge

მსგავსი სტატიები