ოზურგეთის „მერცხალი“ საქართველოს პირველობაზე (მეოთხე ლიგა) ურიგოდ არ ასპარეზობს. 6 შეხვედრაში მან 4 მატჩი მოიგო, 1 ფრედ დაამთავრა და ჯერ-ჯერობით დამარცხებულმამხოლოდ ერთხელ დატოვა  მინდორი. იგი ლიდერთა შორისაა.

დღეს, მე-6 ტურის მატჩში ქუთაისში, გათამაშების ლიდერს „ტორპედო 2“ შეხვდა. დაძაბული შეხვედრა ფრედ _2:2 დასრულდა. ოზურგეთლებიდან გოლები გიორგი ჭანუყვაძემ და რომან მორჩილაძემ გაიტანეს.

„ტორპედო 2“ 14 ქულით გათამაშებას კვლავ ლიდერობს. ამდენივე მოაგროვა „არაგვი 2“-მა, რომელმაც შინ  „მერანი 2 მრეტები“ დიდი ანგარიშით 8:1 დაამარცხა.

მოიგო კიდევ ერთმა ფავორიტმა „არაგველებმა“, რომლებმაც ჩოხატაურში „ბახმარო“ 0:4 დაამარცხეს. მათაც 13 ქულა აქვთ და „მერცხალთან“ ერთად 3-4 ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სტატიები

  • 80
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 75
    „გურიამ“ და „მერცხალმა“ თითო ქულა აიღესოზურგეთის „მერცხალმა“ საკუთარ მოედანზე „ალგეთს“ უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ოზურგეთელთაგან გოლები  ნოდარ მაჭავარიანმა და თენგიზ ალიევმა გაიტანეს. ლანჩხუთის „გურიამაც“ სტუმრად მე-14 ადგილზე მყოფ „ზესტაფონთან“ იგივე ანგარიშით 2:2 ითამაშა. გოლები ლანჩხუთელტაგან ვანო წილოსანმა და ლაშა ხაჭაპურიძემ გაიტანეს. 18 ტურის შემდეგ  გათამაშებას 40 ქულით  „იბერია 2010“ ლიდერობს.  მან ამ ტურში…
  • 74
    ქ. ოზურგეთში, ცენტრალურ სტადიონ „მეგობრობას“ კოტე გოგატაძის სახელი მიენიჭადღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, ქ. ოზურგეთში, რუსთაველის #39-ში მდებარე სტადიონ „მეგობრობისთვის“ კოტე გოგატაძის სახელის მინიჭების შესახებ. საკრებულომ ერთხმად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კოტე გოგატაძის შესახებ არერთხელ დაწერილი გაზეთ „ალიონის“ ფურცლებზე. ამჯერად გაზეთის ვებ.გვერდზე ALION.GE 2024 წლის 26 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას გთავაზობთ:           ღირსეული ოჯახის ღირსეული…
  • 74
    „ბახმარო“ მომდევნო ტურში „გარდაბანს“ მიიღებსსაქართველოს პირველობაზე ფეხხბურთში (მე-3 ლიგა) ჩოხატაურის „ბახმარო“ 22-ე ტურის მატჩში „გარდაბანს“ უმასპინძლებს. 2 ოქტომბერს „ბახმარო“ თბილისში „ლოკომოტივ _2“-ს შეხვდა. მატჩი ფრედ _0:0 დასრულდა. „ბახმაროს“ 13 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში ბოლოსწინა _მე-15 ადგილზე იმყოფება. ამდენივე აქვს ხობის „კოლხეთს“, რომელმაც ამ ტურში შინ „ვიტ ჯორჯიასთან“ ფრედ _2:2 ითამაშა.
  • 74
    „გურიამ“ სტუმრად ლიდერთან 1: 1 ითამაშალანჩხუთის „გურია“ მე-9 ტურის მატჩში (მე-3 ლიგა) თბილისში, გათამაშების ლიდერს „თბილისი 2025“ შეხვდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. „თბილისი 2025“ 22 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. „გურიას“ გაუსწრო „ორბმა“, რომელმაც შინ გონიო 4:0 დაამარცხა. მას 21 ქულა აქვს. „გურია“18 ქულით (5 მოგება, 3 ფრე, 1 წაგება) მე-3 ადგილზეა.