2026 წლის 1 მაისს შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მეგობრული ვიზიტით ვესტუმრეთ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლას.

ორ სკოლას შორის მეგობრობას ორი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. შეხვედრა წარიმართა საინტერესო ღონისძიების ფონზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ პოეტები: ოტია ტრაპაიძე, რომელიც 8 პოეტური კრებულის ავტორია, ალიოშა გორგილაძე ძმაგულიდან და სოფიო ღლონტი ბათუმიდან. შეხვედრას, აგრეთვე, ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: ჩოხატაურის და ხულოს მუნიციპალიტეტთა რესურსცენტრების წარმომადგენლები, ლანჩხუთის თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის მუზეუმის დირექტორი ქ-ნი დარეჯან ბიწაძე, ჩოხატაურის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე ლომგული ტრაპაიძე და სხვა ოფიციალური პირები.

შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ პოეტები ოტია ტრაპაიძე და ალიოშა გორგილაძე.

ღონისძიება წარიმართა მეგობრულ გარემოში. ორივე სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.

ვიზიტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ფრიდონ ხალვაშის სახლ- მუზეუმი, ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხელოვნების სივრცე, სელიმ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმი და სხალთის მონასტერი, აგრეთვე მოინახულეს მახუნცეთის ჩანჩქერი.

მადლობას ვუხდით ძმაგულის საჯარო სკოლას გულთბილი დახვედრისა და მასპინძლობისათვის.

ნათელა სიხარულიძე,

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის დირექტორი.

 

მსგავსი სტატიები

  • 83
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 81
    შეხვედრა შუასურების საჯარო სკოლაში„სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ძმაგულის საჯარო სკოლისა და სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების შეხვედრა სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე პოეტები: ოტია ტრაპაიძე, მამუკა უნგიაძე, ალიოშა გორგილაძე და სოფო ღლონტი. ასევე ესწრებოდნენ დოქტორი მამია ბარამიძე, ადგილობრივი მოსახლეობა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, მათ შორის ლომგული…
  • 80
    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლაში სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობსსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძესთან, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, ოზურგეთის მერ ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა, რომელიც 240 მოსწავლეზეა გათვლილი, სრულად განახლდება…
  • 80
    სიყვარული, რომელიც გვათბობსრუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“   წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო.  ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც…
  • 79
    „პარვუს ჯგუფის“ თანამშრომლებმა შემოქმედის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცესკამპანია - „აჩუქე წიგნი“ 1995 წელს UNESCO-მ დააფუძნა და ის საქართველოში კომპანია „ბიბლუსის“ და გიორგი კეკელიძის ინიციატივით 2019 წლიდან აღინიშნება. წლების განმავლობაში ეს კამპანიასაქართველოში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უერთდება, ვინაიდან ეს ინიციატივა მნიშვნლოვნად უწყობს ხელს წიგნიერების პოპულარიზაციასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.…