2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 929 581 კაცი შეადგინა, რაც 2014 წლის აღწერის მონაცემებთან (3 713 804 კაცი) შედარებით 5.8 პროცენტით (215 777 კაცი) მეტია. 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 455 444 კაცი (62.5 პროცენტი), ხოლო სოფლის მოსახლეობამ – 1 474 137 კაცი (37.5 პროცენტი).

საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის ზრდამ 15.7 პროცენტი (332 821 კაცი), ხოლო სოფლის მოსახლეობის კლებამ 7.4 პროცენტი (117 044 კაცი) შეადგინა. შედეგად, 2014 წლის აღწერასთან შედარებით, მნიშვნელოვნად შეიცვალა ქალაქი/სოფლის სტრუქტურა – ქალაქის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 5.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 62.5 პროცენტს გაუტოლდა.

აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 96.1% ანუ 3 775 მლნ კაცი საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის, 8865 კაცი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია. საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა გასული 10 წლის განმავლობაში გაიზარდა 2.5%-ით ანუ 91 ათასი კაცით. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა წილი 3.4 %-ია, რაც 134 ათას კაცს შეადგენს. მათ შორის, 1063 მოქალაქეობის არმქონე პირია.

ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან 37 700 რუსეთის მოქალაქეა, რაც მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს შეადგენს. 23 900 ინდოეთის მოქალაქეა, ანუ მთელი მოსახლეობის 0.6%. 11 500 უკრაინის, 8300 აზერბაიჯანის და 5400 სომხეთის მოქალაქეა.

მოსახლეობის 84.1% ანუ 3 304 მლნ კაცი ეროვნებით ქართველია. ქვეყანაში მცხოვრები ქართველების რაოდენობა გაზრდილია 2.5%-ით ანუ 80 ათასი კაცით. შემდეგ მოდიან აზერბაიჯანელი ეროვნების მქონე მოქალაქეები 269 ათასი კაცით, რომელიც მთლიანი მოსახლეობის 6.8%-ს შეადგენს. მესამე ადგილზეა სომეხი ეროვნების მქონე მოქალაქეები, 4.3%-იანი წილით. შემდეგ მოდიან რუსი ეროვნების მოქალაქეები, 1.1%-ით და ინდოელები 0.6%-ით“, – განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

მსგავსი სტატიები

  • 79
    რა ხდება ლევილის ქართულ მამულში გაზეთ „ალიონის“1 აპრილის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ თემურ მარშანიშვილის სტატია „ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობაა,“ რომელსაც გარკვეული გამოხმაურებები მოჰყვა. ამჯერად ლევილის მამულის გარშემო არსებულ მდგომარეობის შესახებ გვესაუბრება წიგნის „ნაგომრიდან ლევილამდე“ ავტორი ავთანდილ ბერიშვილი და საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია  „გაუმარჯოს საქართველოს“ დამფუძნებელი ტიერ ბერიშვილი: _ ბატონო ავთო, თქვენ იცნობთ ბატონ ტიერს და მის…
  • 78
    სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილთან ერთადავტორი ლადო გუდიაშვილი უაღრეს ბედნიერებად ვთვლი, რომ მე წილად მხვდა წევრობა იმ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლების შემსწავლელი მხატვრული და არქიტექტურული ექსპედიციისა, რომელსაც საკუთარი ინიციატივით სათავეში ჩაუდგა დიდად ცნობილი, ჩვენი ღვაწლმოსილი, აწ განსვენებული მეცნიერი ექვთიმე თაყაიშვილი. სრული დარწმუნებით შემიძლია აღვნიშნო, რომ თუ არა დიდებული მეცნიერის ასეთი თავგამოდება და მეცნიერული უდრეკობა, დღეს ჩვენ…
  • 76
    ლევილის ქართულ მამულში საგანგაშო მდგომარეობააავტორი: თემურ მარშანიშვილი 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ, აქ არანაირი ახალი მშენებლობა თუ რენოვაცია არ განხორციელებულა. 2016 წლის 23 სექტემბრის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, თანახმად ხელშეკრულებისა, გამორიცხული არ არის, რომ მამული ჩამოგვერთვას. 2024 წლის ნოემბერში, ოზურგეთში ერთი უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა: ავთანდილ ბერიშვილის წიგნის „ნაგომარიდან ლევილამდე“ ფოლკლორის ცენტრში გამართულ პრეზენტაციას…
  • 76
    ლადო ხავთასი-93ლადო ხავთასი  93 წლისაა. მისი განვლილი, თითქმის საუკუნოვანი გზა, იმდენად   ბევრის მომცველია, რომ მისი აღწერა ერთ საგაზეთო წერილში  პრაქტიკულად შეუძლებელია.  ამიტომ შევეცდებით,  მისი პიროვნების და ცხოვრების ძირითად შტრიხებზე გავამახვილოთ ყურადღება. იგი დაიბადა  1931 წლის 15 ივნისს ქ.  მახარაძეში, ზვანში, კოლმეურნეების ოჯახში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს სწავლა განაგრძო მახარაძის…
  • 75
    ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ2025 წლის 5 დეკემბერს, ვაშინგტონში, ქართული კომპანია Orbi Group-ის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე და ასევე, ქართული კომპანია Block Group-ის გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანაშვილი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის, მელანია ტრამპის სპეციალური მიწვევით, თეთრ სახლში გამართულ დახურულ საშობაო ღონისძიებას დაესწრნენ. აღნიშნული საღამო სადღესასწაულო შეკრებას წარმოადგენდა, რომელსაც მსოფლიოში სახელგანთქმული ტენორის ანდრეა…