სექტემბრიდან, გურიაში, 36 სასულიერი პირი საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბებში მოსწავლეებს შეხვდებიან.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში, გადამზადების დამადასტურებელი სერტიფიკატები 36 სასულიერო პირს გადაეცა.

„გადამზადების ფარგლებში საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა ისაუბრა ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობის ძირითად პრინციპებზე, სასკოლო გარემოში სასულიერო პირთა როლსა და მოსწავლეებთან მუშაობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელმა, მღვდელმა ნიკოლოზ როინიშვილმა მონაწილეებთან განიხილა პრაქტიკული სცენარი და გაუზიარა კლუბში საქმიანობის გამოცდილება.

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა ანი კუდუხაშვილმა ჩაატარა ტრენინგი სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდებისა და არაფორმალური განათლების მიდგომების შესახებ.

ამავე პროგრამის კონსულტანტმა მანანა ჯინჭარაძემ განიხილა უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნის, ბულინგის პრევენციისა და მსგავს შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების საკითხები.

ფსიქოლოგმა რუსუდან კილაძემ ისაუბრა ბავშვთა განვითარების ძირითად ეტაპებზე, მათ ასაკობრივ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებსა და მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე.“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციშია აღნიშნული. გადამზადების კურსი მიზნად ისახავდა სასულიერო პირების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას თანამედროვე სწავლა-სწავლების მეთოდების მიმართულებით, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ ღირებულებითი განათლების კლუბებში საქმიანობა და მოსწავლეებთან მუშაობა.
გადამზადებული სასულიერო პირები ახალი სასწავლო წლიდან ღირებულებითი განათლების კლუბებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა და ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების რიგ სკოლებში იმუშავებენ.

მსგავსი სტატიები

  • 75
    გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებში ადგილზე გაეცნენ განახლებულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.…
  • 74
    გურიაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვესსაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულგიორგი ღურჯუმელიძესთან, საქართველოლ ს პარლამენტში გურიის დელეგატთან, ვასილ ჩიგოგიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებლებს შეხვდა და ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. ღონისძიებაზე გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების, მისი შედეგებისა და სამომავლო…
  • 73
    სიყვარული, რომელიც გვათბობსრუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“   წარმოგიდგენთ  ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო.  ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც…
  • 73
    კომპანია „პარვუს ჯგუფის“ საგანმანათლებლო სოციალური პროექტის ფარგლებში შემოქმედის სკოლაში სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ჩატარდაკომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში   კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“.  პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე  მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო.  პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა,  ისინი კვალიფიციურად…
  • 72
    „პარვუს ჯგუფის“ თანამშრომლებმა შემოქმედის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცესკამპანია - „აჩუქე წიგნი“ 1995 წელს UNESCO-მ დააფუძნა და ის საქართველოში კომპანია „ბიბლუსის“ და გიორგი კეკელიძის ინიციატივით 2019 წლიდან აღინიშნება. წლების განმავლობაში ეს კამპანიასაქართველოში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უერთდება, ვინაიდან ეს ინიციატივა მნიშვნლოვნად უწყობს ხელს წიგნიერების პოპულარიზაციასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.…