კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.

თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.

უფრო კონკრეტულად, ლილუაშვილს ედავებოდნენ, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, იმ დროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს მფარველობდა. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი თანხებს ე.წ. ატკატების სახით იღებდნენ, რისი მფარველობისთვისაც, ქრთამის ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილთან უშუალოდ კახაბერ გვანცელაძეს მიჰქონდა.

გრიგოლ ლილუაშვილს ასევე, ბრალად ჰქონდა წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების” მფარველობა. ბრალდების თანახმად, მისი უახლოესი პირი – ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების” საქმიანობაში.

სუს-ის ყოფილ უფროსსს, ასევე ედავებოდნენ ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.

გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

სუს-ის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება სხვა მოწმეებთან ერთად, მიცემული აქვს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სტატიები

  • 54
    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 88 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკიშინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ნარკოდანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის,­ 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი –…
  • 54
    პროკურატურის საგანგებო ბრიფინგისაქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურის თანახმად, ბრალდება წარედგინა: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს,…
  • 53
    ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, კობა გაბუნია დააკავესრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც სსიპ…
  • 53
    პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის,  თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის  დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების  უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში შემოტანის  ბრალდებით 5 პირი სხვადასხვა დროს დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების…
  • 52
    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკიშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების  უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენა-შენახვის მცდელობისა  და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს  5 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე  უკრაინის  მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა  და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს…