ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) ინფორმაციით, ბოლო დღეებში ევროპასა და აზიაში ფრინველის გრიპი აქტიურდება. ექსპერტების თქმით, ეს ნიშნავს, რომ ვირუსი ძალას იკრებს და სწრაფად ვრცელდება.
პათოგენური ვირუსის გავრცელებამ, რომელსაც ჩვეულებრივ ფრინველის გრიპს უწოდებენ, მეფრინველეობის ინდუსტრია მზადყოფნაში მოიყვანა. ეს მას შემდეგ, რაც ვირუსის წინა აფეთქებებმა გამოიწვია ათობით მილიონი ფრინველის განადგურება.
ის ეპიდემიოლოგების ყურადღებასაც იქცევს, რადგან ვირუსი შეიძლება გავრცელდეს ადამიანებშიც. ჩინეთში ამ წლის მონაცემებით 21 ადამიანი დაინფიცირდა ფრინველის გრიპის H5N6 ქვეტიპით. ეს მეტია ვიდრე მთლიანად 2020 წლის ინფიცირებულების რაოდენობა.
სამხრეთ კორეამ გამოაცხადა ვირუსის გავრცელების შესახებ დაახლოებით 770 000-იან ფრინველის ფერმაში. სახელმწიფო სტრუქტურები იძულებული იყვნენ ცხოველები დაეხოცათ. ასევე აზიაში, იაპონიამ გამოაცხადა თავისი პირველი აფეთქება 2021 წლის ზამთრის სეზონზე, მეფრინველეობის ფერმაში ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს ეპიდემიის H5N8 ტიპი იყო.
რაც შეეხება ევროპას, ნორვეგიამ დააფიქსირა H5N1 ფრინველის გრიპის გავრცელება როგალანდის რეგიონში 7000-იან ფერმაში.
აღსანიშნავია, რომ ფრინველის გრიპი ბუნებრივად ცირკულირებს გარეულ ფრინველებს შორის და როდესაც ისინი ზამთარში მატერიკული ევროპიდან დიდ ბრიტანეთში მიგრირებენ, დაავადება შეიძლება გავრცელდეს სხვა შინაურ ფრინველებშიც.
ამის ფონზე, ბელგიის მთავრობამ ფრინველის გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ზომების მიღება უკვე დაიწყო. ეს მას შემდეგ რაც ანტვერპენის მახლობლად გარეულ ბატში ფრინველის გრიპის მაღალი პათოგენური ვარიანტი გამოვლინდა. იგივე ზომები მიიღეს საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა.აღსანიშნავია, რომ ფრინველის გრიპმა იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანებზე. ეს იმ შემთხვევაში თუ ადამიანები შეეხებიან ინფიცირებულ ფრინველებს, მათ ნარჩენებს, ან ინფიცირებული ფრინველის ხორცს მიირთმევენ.
მსგავსი სტატიები
- 71დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 66ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 60"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 5728 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
- 57საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავა 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრის პროცედურამდე, კახა კუჭავამ კოლეგებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, საქართველოს დასავლურ ინტეგრაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. „მჯერა, რომ დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საპარლამენტო ცხოვრების ახალ ეტაპს - შედგა მრავალპარტიული პარლამენტი, ოპოზიციის ფართო სპექტრის მონაწილეობით, რაც იმას ნიშნავს,…