საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს – „დინამო ბათუმი“! აჭარული გუნდი ჩემპიონი ისე გახდა, რომ ჯერ 35-ე ტურის მატჩი თვითონ არ ჩაუტარებია.
ზღვისპირელთა კონკურენტი „დინამო თბილისი“ სტუმრად „სამტრედიას“ უგოლოდ დაუზავდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ „დინამო ბათუმს“ ვეღარ გადაასწრებს.
კახა ცხადაძის გუნდი სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე ბათუმელებს 4 ქულით ჩამორჩება. თანაც, აჭარლებს 2 მატჩი აქვთ გასამართი, თბილისელებს მხოლოდ ერთი და ყველაფერი ნათელი გახდა. ამრიგად, „დინამო ბათუმი“ ისტორიაში პირველად გაჩემპიონდა და ზედიზედ ორი ვიცე-ჩემპიონის ტიტულის შემდეგ, მიზანს მიაღწია.
„დინამო თბილისის“, „ტორპედოს“, „ვიტ ჯორჯიას“, „სიონის“, „ოლიმპის“, „ზესტაფონის“, „დილას“, „სამტრედიასა“ და „საბურთალოს“ შემდეგ „დინამო ბათუმი“ მე-10 გუნდი გახდა, რომელმაც საქართველოს ჩემპიონობა მოახერხა.
მსგავსი სტატიები
- 80დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 77საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 70ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
- 69საზღვარგარეთ, ხშირად გაიგებთ ქართველების პროტესტს, რომ მსოფლიო, საქართველოს, შესაბამისად და იმ საუკეთესო კუთხით არ იცნობს, რომლითაც იმსახურებს. ქართველები ამაში ვადანაშაულებთ ყველას - დაწყებული სახელმწიფოდან, დამთავრებული უცხო ქვეყნის რიგითი მოქალაქით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საკუთარ თავს. არადა, დამეთანხმებით, საქართველოს, მსოფლიოსთვის მოსაყოლიც ბევრი აქვს და ბევრიც შეუძლია ასწავლოს. თუ უცხოეთში მცხოვრები თითოეული ქართველი…
- 69გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…