მდინარე ბახვისწყალზე, ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე დაგეგმილი ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 11 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის და ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას ადმინისტრაციულ შენობებში გაიმართა. განხილვას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო სკოლისა და ბაღის ხელმძღვანელები და პედაგოგები და მთისპირის თემის ოთხივე სოფლის (მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა) და სოფელ ჩხაკაურასმოსახლეობა. ჩხაკაურაში მიმდინარე განხილვას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, ბატონი დავით შარაშიძეც ესწრებოდა.
ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სამინისტროს წარმომადგენელმა წარადგინა, რის შემდეგაც სიტყვით განმახორციელებელი კომპანიის „სი-სი-ი-ეიჩჰაიდროVI“-ის დირექტორი, მიხეილ ნიბლაძე გამოვიდა. პროექტის ტექნიკურმა მენეჯერმა გიგლა სიხარულიძემ, პროექტის ტექნიკური პარამეტრების შესახებ ისაუბრა; განხორციელებული კვლევები, გარემოსდაცვითი საკითხები და სოციალური პროგრამა კი, პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მენეჯერმა, დავით მიქელაძემ მიმოიხილა.
მთისპირსა და ჩხაკაურაშიგამართულ საჯარო განხილვებმა კითხვა – პასუხის რეჟიმში ჩაიარა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაფიქსირდა ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი, რაც დამსწრეთა სიმრავლეში გამოიხატებოდა. დამსწრე საზოგადოებას აინტერესებდა კომპანიის გეგმები როგორც გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით, ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია სოციალურმა პროგრამამ და მისგანხორციელებასთან დაკავშირებულმა საკითხებმა. აღინიშნა, რომ სამუშაოები, რომელიც კომპანიამ გასწია გზშ-ს მოსამზადებელ პერიოდში, ფასდაუდებელია. ასევე, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ შემუშავებული სოციალური პროგრამა პასუხობს სწორედ იმ საჭიროებებს და გამოწვევებს, რომელიც რეალურად არსებობს პროექტის მიმდებარედ არსებულ სოფლებში. ორივე სოფლის მოსახლეობამ მხარდაჭერა გამოუცხადა პროექტს.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის გზშ-ს ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩაბარდა 2021 წლის 20 დეკემბერს და სამინისტროს ოფიციალური გვერდზე გასაჯაროვდა 2021 წლის 23 დეკემბერს.
მსგავსი სტატიები
- 87მდინარე ბახვისწყალი, (სიგრძე 42კმ.), რომელიც მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე, სამთო დასახლება ზოტიყელის სიახლოვეს იღებს სათავეს, იერთებს 90-ზე მეტ სამთო შენაკადს, რომელთა საერთო სიგრზე 127 კილომეტრს შეადგენს, გაივლის კურორტ ბახმაროს, სოფლებს უკანავა, ვანისქედი, მთისპირი, ოქროსქედი, მშვიდობაური, ფამფალეთი, ზედა ბახვი და სოფელ ნაგომართან ერთვის მდინარე სუფსას. მდინარე ბახვისწყლის საშუალო წლიური ხარჯი 6,18…
- 84დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 77დღევანდელი საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ძალადობრივი ექსტრემიზმი. ჩვენს ირგვლივ გარემო წალეკა ფემიციდის, სიუციდის, ჰომოფობიის წარმოუდგენელმა მასშტაბებმა. ამის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად ფრუსტრირება და სოციალური დაუკმაყოფილებლობა მიგვაჩნია. ჩნდება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანებს არ ეძლევათ საკუთარი მიზნების მიღწევის შესაძლებლობა. ეს კი თავის მხრივ ზრდის აგრესიის განხორციელების ალბათობას. ჩვენში, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში იმატა მოლოდინებისადმი…
- 76სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო…
- 75გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…