საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 30 000 ლარიანი და 100 000 ლარიანი საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები რეგიონში დღეს გამოვლინდა.
ღონისძიებას გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.
_ქვეყანაში უნდა ჩამოყალიბდეს ბიზნესის ახალი თაობა, რაც ნიშნავს ინოვაციური პროექტების დაფინანსებას, ახალი ტექნოლოგიების შემოტანას_აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით ხორციელდება.
გურიაში 100 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები გახლავთ:
– GOODTOURS – ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოდამზოგავი ფერმა რანჩოს აშენება და მასში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა.
-PV Greenhouse- SOLAGRO (ხიდისთავი, ჩოხატაური) -პირველი ფოტოელექტრული სათბური საქართველოში, რომელიც ერთ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე მოიყვანს როგორც აგრო პროდუქციას, ასევე აწარმოებს და გაყიდის ელექტროენერგიას.
30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტები გახლავთ:
– ლინენის აპარატი – (ოზურგეთი) თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ლინენის აპარატი, რომლის პირველი საცდელი პროტოტიპი ოზურგეთის ტექნოპარკის ფაბლაბში შეიქმნა.
– რეციკლირებაზე დაფუძნებული ეკონომიკა- 3D საამქრო – (ოზურგეთი)-ქალაქ ოზურგეთში ნარჩენების გადამუშავების შედეგად შეიქმნება მაღალი კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე პროდუქტები, რომელსაც სამშენებლო თემატიკა, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი აერთიანებთ.
_ ჩვენი რანჩო, შეკვეთილში, ცნობილი პარკის მიმდებარედ განთავსდება. პროექტში ორნი ვართ: დავით ლოლუა და იოსებ მჭედლიშვილი, სპეციალობით ორთავე ფიზიკოსები, თუმცა ამჟამად ბიზნესში ჩავერთეთ. ჩვენს რანჩოში ეკოლოგიურად სუფთა სოკო შამინიონს მოვიყვანთ _გვითხრა იოსებ მჭედლიშვილმა.
მსგავსი სტატიები
- 70დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 65საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს რეგიონების _ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას. ამასთან, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღითიდღე უარესდება ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ…
- 57საქართველოს საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. გთავაზობთ აღნიშნული განჩინების ოქმს: „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.წმინდა სინოდის…
- 57გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 56სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…